ნობელის პრემიის ლაურეატის ბიოტექნოლოგიური კომპანია Mammoth-ი 1 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა

ნობელის პრემიის ლაურეატის ბიოტექნოლოგიური კომპანია Mammoth-ი 1 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა

ნობელის პრემიის ლაურეატის, ჯენიფერ დუდნას  თანადაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Mammoth Biosciences-მა, Unicorn-ის სტატუსი მიიღო, ანუ მისმა ღირებულებამ 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ბოლო  საინვესტიციო ეტაპისას მან 150 მილიონი აშშ დოლარი მიიღო და, შესაბამისად, მილიარდდოლარიანი კომპანიების სიაშიც შეაბიჯა.

ჯენიფერ დუდნამ ნობელის პრემია ქიმიაში ემანუელ შარპენტიესთან ერთად 2020 წელს დაიმსახურა. გენის რედაქტირების ინსტრუმენტის შემუშავების მიზნით მათ ტექნოლოგია სახელად CRISP/CAS9 შექმნეს. 2017 წელს დუდნამ და შარპენტიემ ბიოტექნოლოგიური კომპანია Mammoth-ი ერთობლივად დააარსეს.

კომპანია მეცნიერების მიერ შექმნილ ტექნოლოგიას კოვიდ-19-ის ტესტების განსავითარებლად და შესაქმნელად იყენებს. Mammoth-ის განცხადებით, ინვესტიციების უახლესი ტალღა კომპანიას საშუალებას მისცემს, გააორმაგოს თერაპიული საშუალებების განვითარების გზები.

კომპანიის ინვესტორების სიაში Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტიმ კუკი და Google-ის დამფუძნებელი კომპანია, Alphabet-ი, შედიან. ინვესტიციების ბოლო რაუნდმა კი Mammoth-ს საშუალება მისცა, თანამშრომლების რაოდენობა 110-მდე გაეზარდა. ამასთან ერთად, კომპანია კლინიკური ცდების ეტაპზეც გადადის, რაც მას  საკუთარი ტექნოლოგიის კიდევ უფრო მეტად დახვეწაში დაეხმარება.

2020 წლის ბოლოს კომპანიამ ინვესტიციების სახით 45 მილიონი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლო. ამჯერად მის ინვესტორებს შორის ჯანდაცვაზე ორიენტირებული ჰეჯ-ფონდები: Redmile Group-ი, Foresite Capital-ი და Senator Investment Group-ი იყვნენ.