NYT: რუსეთიდან გასვლის შემდეგ კომპანიებმა $103 მლრდ დაკარგეს

NYT: რუსეთიდან გასვლის შემდეგ კომპანიებმა $103 მლრდ დაკარგეს

New York Times-ის ინფორმაციით, რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ დასავლურმა კომპანიებმა ჯამურად $103 მილიარდი დაკარგეს. „არსებობდა მოლოდინი, რომ საერთაშორისო კომპანიების ბაზრიდან გასვლა რუსეთის ეკონომიკას დიდ დარტყმას მიაყენებდა, თუმცა რუსეთმა სიტუაცია თავის სასიკეთოდ შემოაბრუნა“, – წერს გამოცემა. NYT-ის მონაცემებით, მოსკოვი თითქმის ყველა იმ ბიზნესს დაეპატრონა, რომელმაც ქვეყანა დატოვა.

ამერიკულ გამოცემას მაგალითად ლუდის მწარმოებელი კომპანიების რუსეთიდან გასვლა მოჰყავს. NYT-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც ნიდერლანდურმა Heineken-მა რუსეთის ბაზარი დატოვა, საკუთარი აქტივები და ბიზნესი რუსულ Arnest Group-ს 1 ევროდ მიჰყიდა. გარდა ამისა, რუსული კომპანიების მფლობელობაში სანქტ-პეტერბურგში, ნიჟნი-ნოვგოროდში, ნოვოსიბირსკში, ეკატერინბურგსა და ირკუტსკში არსებული შვიდი ლუდსახარში კომპანია და 20-მდე საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის „კრუსოვიჩე“, „ბოჩკარევი“, „მისტერ ფოქსი“, „შიხანი“ და „ჟიგულევსკოე 1978“ გადავიდა. დეკემბერში კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ლუდსახარშთა გაერთიანება – ჰაინეკენმა“ რებრენდინგი განახორციელდა და სახელწოდებაც შეიცვალა.

საინტერესოა ლუდსახარშ Carlsberg-ის შემთხვევაც. ივლისში, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური განკარგულების თანახმად, დანიური კომპანიის წილი რუსულ Baltika-ში „დროებით სამართავად“ ქონების მენეჯმენტის ფედერალურ სააგენტოს გადაეცა.