საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი 0.2% შემცირდა წინა თვესთან შედარებით. ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 4.5%-იანი შემცირებით, რამაც -1.17 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 12.4%-ით. ამ შემთხვევაში ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 26.2%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 7.4%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 5.91 და 4.19 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.