საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის ოქტომბერში საქართველოს საქონლის ექსპორტი 31%-ით (84 მილიონი დოლარით) შემცირდა, ხოლო იმპორტი 21%-ით (168 მილიონი დოლარით). 2014 წლის ოქტომბერში 272 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის ოქტომბერში 188 მილიონი დოლარის. ათი თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 24%-ით (593 მილიონი დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი 10%-ით (718 მილიონი დოლარი).
2015 წლის პირველ ათ თვეში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4 457 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2104 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 125 მილიონი დოლარით ნაკლებია.
საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 24 ნოემბერს გამოქვეყნდება.