ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის ხელმძღვანელი ალბერტ ბურლა აცხადებს, რომ ის მზად არის პირველმა გაიკეთოს მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რათა საზოგადოებაში არსებული შიში ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გაქრეს. როგორც ბურლამ CNBC-ის განუცხადა, ის შიშობს რომ არ იქნება საკმარისი დოზები პირველ ეტაპზე, იმისათვის რომ მისი ასაკის ადამიანებმაც შეძლონ აცრა.
58 წლის ბურლა, ელოდება რომ Pfizer-ისა და BioNTech-ის ერთობლივი ძალებით შექმნილ ვაქცინაზე მოთხოვნა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე თავდაპირველად მის წარმოებას შეძლებენ. მისივე თქმით, კომპანია 2020 წლის ბოლომდე 50 მლნ ვაქცინის წარმოებას შეძლებს, ხოლო 2021 წლის განმავლობაში 1.3 მილიარდი დოზის დამზადება იგეგმება.
ცნობისთვის, გუშინ Pfizer-ისა და BioNTech-ის ვაქცინის შემოწმების მესამე ფაზის შედეგები გახდა ცნობილი, რომლის მიხედვითაც ვაქცინა 90%-ით ეფექტურია და შეუძლია კორონავირუსის პრევენცია.
“ვფიქრობ, ეს იქნება ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო მიღწევა ისტორიაში. ეს დიდი დღეა მეცნიერებაში. ეს დიდი დღეა კაცობრიობისთვის, როდესაც აანალიზებ, რომ შენი ვაქცინის ეფექტურობა 90%-ია“, – განაცხადა მან.