PG&E Corp. მალე დაასრულებს შეთავაზებაზე მუშაობას, რომელიც ხანძრისგან დაზარალებულთათვის 13,5 მილიარდი აშშ დოლარის კომპენსაციას ითვალისწინებს.
კალიფორნიის შტატის გიგანტი ნავთობისა და გაზის კომპანია ზარალის 50%-ს ნაღდი ფულით აანაზღაურებს, ხოლო დანარჩენ ნაწილს არანაღდი ანგარიშსწორებით. ნაღდი ანგარიშწორება მოხდება ნაწილნაწილ 18 თვის განმავლობაში.
ეს გარიგება PG&E-სთვის ნამდვილი მიღწევა იქნება, რადგან კომპანიამ უკვე თვეები დახარჯა ზარალის ეფექტური რესტრუქტურიზაციის გეგმაზე. კომპანია 11 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის სადაზღვეო კომპანიებს და სხვა მომჩივანებს, ხოლო 1 მილიარდ დოლარს ადგილობრივ ხელისუფლებას.
PG&E Corp.-ის წინააღმდეგ სარჩელი 2019 წლის იანვარში შეიტანეს, სადაც კომპანიას ადანაშაულებდნენ კატასტროფული მასშტაბის ცეცხლის გაჩენაში 2017 და 2018 წლებში.
წყარო: Bloomberg