„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“  ფარმაცევტული კომპანია „ფერტინ ფარმა“ შეიძენა

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალმა“  ფარმაცევტული კომპანია „ფერტინ ფარმა“ შეიძენა

ეს არის შეთანხმება, რომელიც დააჩქარებს PMI-ს მიზანს – 2025 წლისთვის საკუთარი ბიზნესის ძირითადი ნაწილი უკვამლო პროდუქტებზე ორიენტირებულ საქმიანობად აქციოს  და ნიკოტინის მიღმა შექმნას ზრდის შესაძლებლობა. 

„ფილიპ მორის ინთერნეიშენალის“ მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, კომპანიამ „ფერტინ  ფარმას“ (Fertin Pharma) შეძენის ხელშეკრულება გააფორმა. „ფერტინ  ფარმა“ (Fertin Pharma) არის ფარმაცევტული და გამაჯანსაღებელი ინოვაციური პროდუქტების მწარმოებელი წამყვანი კომპანია, რომლის ღირებულებაც 5.1. მილიარდ დანიურ კრონს (დაახლოებით 820 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.

„ფერტინ ფარმას შეძენა წარმოადგენს ჩვენი მიზნის განხორციელებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც გულისხმობს: უკვამლო მომავლის შექმნას, ამ პროცესში ახალი პროდუქტების განვითარებასა და ნიკოტინის მიღმა ზრდის შესაძლებლობის დაჩქარებას“, – განაცხადა იაცეკ ოლზაკმა,  კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისივე განცხადებით, ორივე კომპანიას აერთიანებს მეცნიერებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული ინოვაციებისადმი ერთგულება, რომელიც ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ეს ხელშეკრულება შედგა. ერთობლივი ძალისხმევის შედეგად კი გვჯერა, რომ კომპანიების განვითარებადი ბიზნესმოდელისა და მსოფლიო მასშტაბების ექსპერტული ცოდნის გაზიარების შედეგად შესაძლებელი გახდება, ახალი პროდუქტების განვითარების სიჩქარისა და მასშტაბების ზრდა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენ მიერ დასახული მიზნის მიღწევას – 2025 წლისთვის ჩვენი მოგების 50%-ის გენერირება უკვამლო პროდუქტისგან განვახორციელოთ და მოვახდინოთ ნიკოტინის შემცველი პროდუქტების მიღმა მინიმუმ 1 მილიარდი აშშ დოლარის აკუმულირება“, – აღნიშნა იაცეკ ოლზაკმა.

Fertin Pharma 850-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და ეხმარება დაკონტრაქტებულ ორგანიზაციებს, განავითარონ და აწარმოონ ფარმაცევტული პროდუქტები. კომპანია სპეციალიზდება საღეჭი რეზინის, წამლის მოსათავსებლების,  გათხევადებული ტაბლეტებისა და სხვა სისტემების კვლევებში, რომლებიც აქტიური ნივთიერებების, მათ შორის ნიკოტინის მიწოდებისათვის, გამოიყენება და რომელიც წარმოადგენს ნიკოტინის ჩანაცვლების თერაპიის (NRT) წამყვან საშუალებას. ფერტინ ფარმა დღეს მსოფლიოს სამ ქვეყანაში, დანიაში, კანადასა და ინდოეთში არის წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს Fertin Pharma-მ მოახდინა 1.1 მილიარდი დანიური მარკის სუფთა მოგების გენერირება (დაახლოებით 160 მლნ აშშ დოლარი). გარიგების ღირებულება კი დაახლოებით 15-ჯერ აღემატება „ფერტინ ფარმას“ 2020 წლის EBITDA-ს მონაცემს (შემოსავალი პროცენტების, ცვეთის და ამორტიზაციის დაქვითვამდე).

Fertin Pharma-ს შეძენის შედეგად „ფილიპ მორის ინთერნეიშენალი შეძლებს: 

  • მოიპოვოს მნიშვნელოვანი “ნოუ-ჰაუ” არსებული და ახალი უკვამლო პლატფორმების განვითარებისთვის, რაც შესაძლებლობას მისცემს კომპანიას, დააჩქაროს თანამედროვე პროდუქტების კატეგორიაში ინტეგრაციის პროცესი, ანუ შექმნას სხვადასხვა უკვამლო პროდუქტები.
  • “ფერტინისა” და “ფილიპ მორისის” გამოცდილებების გაერთიანების შედეგად კომპანიას ექნება შესააძლებლობა, განავითაროს მეცნიერულად დასაბუთებული, მცენარეული და სხვა გამაჯანსაღებელი პროდუქტები – მათ შორის, აფთიაქებში ურეცეპტოდ შესაძენი საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ისეთ სფეროებში როგორიც არის: ძილი, ენერგია, სიმშვიდე და ფოკუსირება.
  • “ფერტინ ფარმას” გამოცდილი თანამშრომლების (80 მეცნიერის) დახმარებით “ფილიპ მორისი” შეძლებს, გააგრძელოს ნიკოტინისა და ნიკოტინის მიღმა არსებული პროდუქტების კვლევა და განვითარება.
  • დააჩქაროს მდგარადი განვითარების პრიორიტეტების შესრულება. “ფერტინ ფარმა” ხელს შეუწყობს “ფილიპ მორისის” მიერ შექმნილ უკვამლო მოწყობილობებზე ხელმისაწვდომობის ზრდას და იმ ზრდასრულ მწეველთა მხრიდან ტრადიციული მოწევის ჩანაცვლებას, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას.

„უკვამლო მომავლის“ განხორციელების პროცესში PMI გეგმავს, გამოიყენოს ბიოლოგიური მეცნიერებების, ინოვაციური პროდუქტების სფეროსა და კლინიკური კვლევების შესაძლებლობები იმისათვის, რომ მოახდინოს საკუთარი პორტფოლიოს გაფართოება მეცნიერულად დასაბუთებული, ნიკოტინისა და თამბაქოს მიღმა არსებული პროდუქტების შექმნის  მეშვეობით, რომლებიც შეძლებენ, გააუმჯობესონ მწეველთა ჯანმრთელობა და ხელს შეუწყობენ საზოგადოებრივ ჯანდაცვას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *