ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ის დეპოზიტებმა 20 მლრდ ევროს გადააჭარბა

ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ის დეპოზიტებმა 20 მლრდ ევროს გადააჭარბა

ბერლინში დაფუძნებული ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია Raisin-ი უკვე 500 მილიონ ევროზე მეტი მოცულობის საინვესტიციო თანხებს მართავს და 25 ქვეყანაში ბანკებთან 20 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის თანხა აქვს განთავსებული. კომპანია 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ის დაზოგვისა და ინვესტიციების ბაზარზე მუდმივ ზრდას განიცდის. იგი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე კერძო კაპიტალის მართვის პროდუქტია.

ახლა უკვე 90 ფინანსური ინსტიტუტი – დაწყებული ტრდიციული, დასრულებული ნეობანკებით, Raisin-ის პლატფორმაზე 600-ზე მეტ სადეპოზიტო შეთავაზებას აკეთებენ, რომლებიც დაცულია ევრკავშირის სადეპოზიტო საგარანტიო გაიდლაინებით.

Raisin-ს რამდენიმე ქვეყანაში პლატფორმა აქვს გახსნილი, მათ შორის გერმანიაში, ავსტრიაში, ესპანეთში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და ირლანდიაში. პლატფორმა www.Raisin.com უზრუნველყოფს თითოეულ ევროპულ ბაზარზე დეპოზიტებზე წვდომას საკმაოდ კონკურენტული პირობებით.

2019 წელს Raisin-მა შეიძინა fairr.de, რათა საპენსიო პროდუქტიც დაემატებინა თავისი პორტფოლიოსთვის. Raisin-ის საინვესტიციო და საპენსიო მიმართულება ერთად ახლა ნახევარ მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის თანხას მოიცავს. 

Raisin-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი თამაზ გიორგაძეა.

“ამ ახალ ნიშნულამდე მიღწევა ადასტურებს ჩვენი მისიის რელევანტურობას – რაც ბარიერების დამსხვრევაა იმისათვის, რომ დანაზოგებმა სარგებელი მოიტანონ. ახლა ყველაზე მეტად გვჯერა ტრანსსასაზღვრო საბანკო მომსახურების სარგებლიანობის”, – განაცხადა თამაზ გიორგაძემ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.