პირველ კვარტალში ბიუჯეტმა მოგების გადასახადით 490 მლნ ლარი მიიღო

პირველ კვარტალში ბიუჯეტმა მოგების გადასახადით 490 მლნ ლარი მიიღო

პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა 5 618 180.9 ათასი ლარი შეადგინა. 

იანვარ-ივნისში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა (4 671 630.4 ათასი ლარი) შეადგინა ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობის (4 383 430.0 ათასი ლარი) 106.6%; – გადასახადების ექვსი თვის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 4 076 000.0 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებულია 4 283 814.2 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 105.1%;

“მოგების გადასახადის” სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 490 077 300 ლარი შეადგინა, რაც  საპროგნოზო მოცულობის 125%-ია. საპროგნოზო მოცულობა 391 000 000 ლარს შეადგენდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით, 510 000 000 ლარი მიიღო. ამავე პერიოდში საპროგნოზო მოცულობა 515 მლნ ლარი იყო.