იმის ფონზე, რომ ბევრ ქვეყანაში კოვიდის გამო მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციები ისევ ძალაშია, Independent-ი იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც მზად არიან კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი ტურისტების მისაღებად.
საქართველოსთან ერთად Independent-ის სიაში ესტონეთი, სეიშელი, რუმინეთი, ისლანდია და კვიპროსი მოხვდნენ.
როგორც გამოცემს წერს, ავიაკომპანიები თავის მხრივ აქტიურად მოუწოდებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას (WHO), რომ აცრილ ტურისტებს საკარანტინე პერიოდის გავლის გარეშე გადაადგილების ნებართვა მისცენ, რადგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღების შემდეგ ისინი უსაფრთხო არიან.
„პირველი თებერვლიდან საერთაშორისო ტურისტები, რომლებსაც კოვიდ-ვაქცინის სრული კურსი გავლილი აქვთ, ანუ მიღებული აქვთ ორი დოზა, დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ.
საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც აცრილი მგზავრებისთვის საზღვრის გადაკვეთაზე შეზღუდვები სრულად მოხსნა. თუ აცრა გაკეთებული გაქვთ, საქართველოში მოგზაურობისთვის თქვენ აღარ დაგჭირდებათ არც წინასწარ და არც ადგილზე ტესტის ჩატარება, არ მოგიწევთ კარანტინის გავლა“, – წერს Independent-ი.
რაც შეეხება ესტონეთს, სეიშელს, რუმინეთს, ისლანდიას და კვიპროსს, ისინიც საქართველოს მსგავსად მზად არიან კარანტინის და თვითიზოლაციის გავლის გარეშე მიიღონ ტურისტები, რომლებმაც კორონავირუსი ბოლო ექვსი თვის განმავლობში გადაიტანეს ან უკვე აცრილები არიან.