UEFA ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატს მართავს, რომელიც 14 ივნისს დაიწყო და, ერთი თვის განმავლობაში, 14 ივლისამდე გაგრძელდება. EURO 2024-ზე, რომლის მასპინძელი ქვეყანა გერმანიაა, ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს.
EURO 2024-ის ჯგუფური ეტაპი დღეს, 26 ივნისს დასრულდება და პლეი-ოფში გასულთა ვინაობაც გაირკვევა. ტურნირზე საქართველოს ნაკრები მესამე შეხვედრას სწორედ დღეს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მასთან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი შემდეგ ეტაპზე გასვლას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ გუნდების საბაზრო ღირებულების მიხედვით პორტუგალიის ნაკრები EURO 2024-ზე გასულ ქვეყნებს შორის €1.05 მილიარდით მესამე ადგილს იკავებს და ინგლისსა და საფრანგეთს ჩამორჩება. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების საერთო ღირებულება ამაზე გაცილებით ნაკლებია და €161.05 მილიონს შეადგენს, რითაც ის სიაში მე-20 ადგილს სჯერდება.
ორივე ნაკრების მოთამაშეებს შორის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი რაფაელ ლეაოა, რომლის საბაზრო ფასი 90 მილიონი ევროა. თუმცა, ლეაო ყვითელი ბარათის გამო დღეს საქართველოსთან შეხვედრას გამოტოვებს. ჩვენი ნაკრების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი კი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ ევროს შეადგენს.
პორტუგალიის ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
რაფაელ ლეაო – €90 მილიონი
რუბენ დიაში – €80 მილიონი
ბრუნუ ფერნანდეში – €70 მილიონი
ბერნარდუ სილვა – €70 მილიონი
ჟოაუ პალინია – €55 მილიონი
პედრუ ნეტუ – €55 მილიონი
ნუნუ მენდეში – €55 მილიონი
ჟოაუ ნევეში – €55 მილიონი
დიოგუ ჟოტა – €50 მილიონი
ვიტინია – €50 მილიონი
(შენიშვნა: €50 მილიონი ღირს ასევე გონსალუ რამუში და მატეუს ნუნიეში)
საქართველოს ნაკრების ტოპ-10 ძვირად ღირებული ფეხბურთელი:
ხვიჩა კვარაცხელია – €80 მილიონი
გიორგი მამარდაშვილი – €35 მილიონი
გიორგი მიქაუტაძე – €15 მილიონი
ოთარ კიტეიშვილი – €5 მილიონი
საბა ლობჟანიძე – €3 მილიონი
ზურიკო დავითაშვილი – €3 მილიონი
გიორგი ჩაკვეტაძე – €2.5 მილიონი
გიორგი გოჩოლეიშვილი – €2.5 მილიონი
გაბრიელ სიგუა – €2.5 მილიონი
გიორგი ქვილითაია – €1.6 მილიონი