პრემიერის გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია

პრემიერის გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთელი მთავრობა გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

პრეზიდენტმა, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი უნდა წარადგინოს, ხოლო თავის მხრივრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.

კონსტიტუციის მიხედვით, შვიდღიან ვადაში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს მთავრობის შემადგენლობა და პარლამენტს ნდობის მისაღებად უნდა წარუდგინოს. მან ასევე უნდა წარადგინოს სამთავრობო პროგრამაც. შემდეგი შვიდი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა და პროგრამა უნდა განიხილოს და კენჭი უყაროს. პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან მინიმუმ ოთხ-ხუთ და მაქსიმუმ 21 დღეში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.