მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე რომელი ქვეყნის ნაკრები ღირს ყველაზე ძვირი?

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე რომელი ქვეყნის ნაკრები ღირს ყველაზე ძვირი?

დღეს, რუსეთში ფეხბურთის 21-ე მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. ჩემპიონატში 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ცნობილი ბრიტანული პორტალი Transfermarkt ჩემპიონატში მონაწილე ნაკრებების საბაზრო ღირებულებას აქვეყნებს. ნაკრებების ღირებულება მათში შემავალი 23 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებების დაჯამებით არის მიღებული.

ყველაზე “ძვირიანი” ნაკრები საფრანგეთს ეყოლება, გამოძახებული 23 ფეხბურთელის ჯამური სატრანსფერო ღირებულება 972 მლნ გირვანქა სტერლინგია. საფრანგეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები მბაპე (108 მლნ), გრიზმანი (90 მლნ) და პოგბა (81 მლნ) არიან. ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება 42.3 მლნ გირვანქა სტერლინგია.

მეორე ადგილზე ესპანეთს ნაკრებია 931 მლნ გირვანქა სტერლინგით. ესპანეთის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები სერხიო ბუსკეტსი (72 მლნ), ისკო (68 მლნ) და მარკო ასენსიო (68 მლნ) არიან. ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება 40.5 მლნ გირვანქა სტერლინგია.

მესამე ადგილზე ბრაზილიის ნაკრებია 883 მლნ გირვანქა სტერლინგით. ბრაზილიის ნაკრების ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები ნეიმარი (162 მლნ), კოუტინიო (90 მლნ) და მარკო ფირმინო (72 მლნ) არიან. ერთი ფეხბურთელის საშუალო ღირებულება 38.4 მლნ გირვანქა სტერლინგია.

მეოთხე ადგილზე გერმანიაა, ხოლო მეხუთეზე ინგლისი. გერმანიის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ტონი კროოსია (72 მლნ), ხოლო ინგლისის ჰარი კეინი (135 მლნ).

ძვირადღირებული გუნდების ტოპ 10-ს ხორვატია ასრულებს. 32 ნაკრებიდან კი ყველაზე „იაფი“  პანამა ღირს – 7.6 მლნ გირვანქა სტერლინგი.

მსოფლიო ჩემოიონატში მონაწილე ყველაზე “ძვირი” 10 გუნდი:

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.