პრეზიდენტის ანტიკვარიატი

პრეზიდენტის ანტიკვარიატი

ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია.

1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში – მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმება და მისი რუსეთის იმპერიასთან შეერთება დაიგეგმა და აღსრულდა.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ათონელის სასახლეში მდებარეობს, ავლაბრის რეზიდენცია კი მხოლოდ საცერემონიო ფუნქციებს ასრულებს. სასახლე პერიოდულად დიპლომატიურ მიღებებსა თუ წვეულებებს მასპინძლობს. შენობაში ფუნქციის ცვლილების მიუხედავად, კვლავ რჩება ის ავეჯი, რომელსაც პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი იყენებდნენ.

სალომე ზურაბიშვილი მისი წინამორბედებისგან განსხვავებით, უპირატესობას ანტიკვარულ ავეჯს ანიჭებს. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, ასწლოვანი შანდლების, ბუხრის საათებისა თუ ჭაღების შეძენა და რესტავრაცია მილიონობით ლარი დაჯდა. ამასთანავე, კითხვის ნიშნებს ბადებს ის პროცესიც, რომლითაც ამ საგნების შეძენა მოხდა, რადგანაც მათი მნიშვნელოვანი ნაწილი კონკურსის გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკებით იყიდეს.

ავეჯის სრული კოლექციის ნახვა IDFI-ს ვებგვერდზეა შესაძლებელი.

ათონელის რეზიდენციას შემდეგი ნივთები შეემატა (სია და ფოტოები IDFI-ს ანგარიშიდან)

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.