ქვეყანაში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საქართველოს ეროვნულ ბანკს 2023 წლის პირველი ორი კვარტალის ფინანსური ანგარიშგებები უკვე წარუდგინა.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ბანკების წმინდა მოგებამ 1.36 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან, 836.1 მლნ ლართან შედარებით, 63%-ითაა გაზრდილი. მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სრულმა მოგებამ კი 2023 წლის პირველ ნახევარში 54.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 49.2 მლნ ლარზე, 11%-ით მეტია.
წმინდა მოგება არასრულყოფილი, მაგრამ ბანკის ფინანსური სიჯანსაღის მნიშვნელოვანი ინდიკატორია. მუდმივად მოგებაზე მყოფი ფინანსური ორგანიზაცია უფრო მეტად სტაბილურია და ფინანსური ვალდებულების შესრულებაც უკეთესად შეუძლია. შესაბამისად, ბანკების რეიტინგის შესადგენად მათი წმინდა მოგების მაჩვენებლებია გამოყენებული.
ბანკების მოგება 2023 წლის II კვარტალში (მლნ ლარი)
მიკროსაფინანსოების მოგება 2023 წლის II კვარტალში (მლნ ლარი)