2015 წლის 6 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა მართავს ლოგოს შესახებ შექმნილი პირველი ქართული სახელმძღვანელოს პრეზენტაციას.
წიგნი წარმოადგენს სერია “ანატომიის” პირველ სახელმძღვანელოს და მასში გაერთიანებულია საქართველოში არსებული ორგანიზაციების ლოგოები, მათი შექმნის ისტორია, შინაარსობრივი აღწერა და ბრენდზე მომუშავე ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების რჩევები/რეკომენდაციები. წიგნი განკუთვნილია მარკეტინგის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებისთვის, ბრენდის ვიზუალურ მხარეზე მომუშავე გრაფიკული დიზაინერებისთვის და ლოგოს შექმნის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
პროექტ “ანატომიის” მეორე სახელმძღვანელო გამოიცემა 2015 წლის ბოლოს, სახელწოდებით “ქართული სტარტაპანატომია”.
პრეზენტაციის დღეს მოხდება ილიაუნის რჩეული ლოგოს მფლობელი კომპანიის კვლევის საფუძველზე გამოვლენა და მისი დაჯილდოება.
პრეზენტაცია გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის 3/5, ყოფილი უცხოენების შენობა, ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს).