ყაზახეთის პრეზიდენტმა Biz Birgemiz-ის ონლაინ ფორუმზე ბანკ Kaspi.kz-ის ქართველი თანადამფუძნებელი, მიხეილ ლომთაძე მედლით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში Kaspi.kz-ს მეშვეობით, ყაზახეთში 500,000-ზე მეტ ოჯახს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ესარგებლა კურიერით და სახლიდან გაუსვლელად შეესყიდა საყოფაცხოვრებო პროდუქტები.
ამასთან ერთად, Kaspi.kz-ს დამფუძნებლებმა, მიხეილ ლომთაძემ და ვიჩესლავ კიმმა, კორონავირუსის 100,000 ტესტი შეისყიდეს და ლაბოროტორიებს გადასცეს.
Kaspi ყაზახეთში დაფუძნებული ერთ-ერთი ბანკია, მისი სათავო ოფისი ალმათში მდებარეობს. ბანკის აქციონერები არიან: კიმ ვიაჩესლავი – აქციების 38,16%-ით, ფონდი Baring Vostok-ი – აქციების 28,84%-ით, მიხეილ ლომთაძე – აქციების 29%-ით და Goldman Sachs – აქციების 4%-ით.
2019 წელს ბანკის მოგებამ 156.7 მილიარდი ტენგე შეადგინა (დაახლოებით 389 483 491 აშშ დოლარი), ხოლო ბანკის აქტივებმა 2 ტრილიონ 76 მილიარდ ტენგეს მიაღწია.
გასულ წელს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკი 5 მლრდ დოლარად იყო შეფასებული.