ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეები ფეხბურთში - რეიტინგი

ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეები ფეხბურთში - რეიტინგი

Transfermarkt-ის თანახმად, მოცემული დროისთვის, ფეხბურთში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარის ფასი 60 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული სტატუსის მფლობელი კი მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯი, ბელგიელი ტიბო კურტუაა. ცნობისთვის, 30 წლის კურტუას საბაზრო ღირებულებამ კარიერის განმავლობაში პიკს, 75 მილიონ ევროს, 2020 წელს მიაღწია.

ჩამონათვალში 50 მილიონი ევროთი მეორე ადგილს იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა იკავებს, რომელიც ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ კარს იცავს. 24 წლის დონარუმა კარიერის განმავლობაში ყველაზე ძვირად, 65 მილიონ ევროდ, 2021 წლის ზაფხულში ფასობდა.

ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარეებს შორის მესამე პოზიციაზე ერთდროულად სამი ფეხბურთელი იმყოფება – თითოეულის ფასი 45 მილიონ ევროს შეადგენს. ესენი არიან: დიოგო კოშტა (პორტუ), ედერსონი (მანჩესტერ სიტი) და ალისონი (ლივერპული).

საყურადღებოა რეიტინგში ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილი პოზიცია. ესპანური „ვალენსიის“ კარის დარაჯი, რომლის საბაზრო ღირებულება 25 მილიონ ევროს შეადგენს, სიაში მე-13 ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, 22 წლის ქართველი ესპანურ კლუბს დინამო თბილისიდან 2022 წლის იანვარში შეუერთდა. „ღამურებმა“ მის სანაცვლოდ სულ რაღაც 850 ათასი ევრო გადაიხადეს.

Transfermarkt-ზე დაყრდნობით, გთავაზობთ ფეხბურთში ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულების მქონე მეკარეების რეიტინგს: 

#1 ტიბო კურტუა (მადრიდის რეალი) / 60 მილიონი ევრო

#2 ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ) / 50 მილიონი ევრო

#3 დიოგო კოშტა (პორტუ) / 45 მილიონი ევრო

#4 ედერსონი (მანჩესტერ სიტი) / 45 მილიონი ევრო

#5 ალისონი (ლივერპული) / 45 მილიონი ევრო

#6 იან ობლაკი (მადრიდის ატლეტიკო) / 40 მილიონი ევრო

#7 მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა) / 40 მილიონი ევრო

#8 აარონ რამსდეილი (არსენალი) / 38 მილიონი ევრო

#9 გრეგორ კობელი (დორტმუნდის ბორუსია) / 35 მილიონი ევრო

#10 მაიკ მენიო (მილანი) / 35 მილიონი ევრო

#11 რობერტს სანჩესი (ბრაიტონი) / 32 მილიონი ევრო

#12 ემილიანო მარტინესი (ასტონ-ვილა) / 28 მილიონი ევრო

#13 გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია) / 25 მილიონი ევრო

#14 დავიდ რაია (ბრენტფორდი) / 25 მილიონი ევრო

#15 უნაი სიმონი (ბილბაოს ატლეტიკო) / 25 მილიონი ევრო

#16 ალექს რემირო (რეალ სოსიედადი) / 25 მილიონი ევრო

#17 ჯორდან პიკფორდი (ევერტონი) / 25 მილიონი ევრო

#18 ილან მელიე (ლიდსი) / 22 მილიონი ევრო

#19 დინ ჰენდერსონი (ნოტინგემ ფორესტი) / 22 მილიონი ევრო

#20 ალბან ლაფონტი (ნანტი) / 20 მილიონი ევრო

#21 ანდრე ონანა (ინტერი) / 20 მილიონი ევრო