Visual Capitalist-მა, MyLogIQ-ზე დაყრდნობით, S&P 500-ში შემავალი კომპანიების ყველაზე მაღალანაზღაურებადი აღმასრულებელი დირექტორების სია გამოაქვეყნა. მონაცემები CEO-ების მიერ გასულ ფისკალურ წელს მიღებულ ანაზღაურებას ასახავს, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს დასრულდა.
რაც შეეხება მნიშვნელოვან მიგნებებს, Visual Capitalist-ის მიერ შემოთავაზებულ სიაში ჩიპების მწარმოებელი კომპანია Broadcom-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჰოკ ტანი ლიდერობს. მან 2023 წელს თითქმის $162 მილიონის ოდენობის ანაზღაურება მიიღო, მათ შორის $1.2 მილიონი ნაღდი ფულის სახით.
მესამე ადგილზეა სტივენ შვარცმანი, რომელიც მართავს Blackstone-ს, მსოფლიოში უდიდეს კერძო საინვესტიციო ფირმას. აღმასრულებელი დირექტორის ანაზღაურების $120-მილიონიანი პაკეტი 2023 წელს Blackstone-ის აქციების ფასის 83%-იანი ზრდის დამსახურებაა.
Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა 2023 წელს $63.2 მილიონის ოდენობის ანაზღაურება მიიღო. ეს 2022 წელს მიღებულ $99.4 მილიონს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.
საერთო ჯამში, 2023 წელს S&P 500-ის კომპანიების აღმასრულებლების საშუალო ანაზღაურებამ რეკორდულ მაჩვენებელს – $15.7 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, 2022 წელს ამ მაჩვენებელმა $14.5 მილიონი შეადგინა.
S&P 500-ის კომპანიების ტოპ-10 მაღალანაზღაურებადი CEO (2023 წელი):
ადგილი | CEO | კომპანია | მთლიანი ანაზღაურება | ნაღდი ანგარიშსწორებით | სექტორი |
1 | ჰოკ ტანი | Broadcom (AVGO) | $161.8 მილიონი | $1.2 მილიონი | ტექნოლოგიები |
2 | ნიკეშ არორა | Palo Alto Networks (PANW) | $151.4 მილიონი | $2.3 მილიონი | ტექნოლოგიები |
3 | სტივენ შვარცმანი | Blackstone (BX) | $119.8 მილიონი | $0.4 მილიონი | ფინანსური მომსახურებები |
4 | კრისტოფერ უინფრი | Charter Communications (CHTR) | $89.1 მილიონი | $5.2 მილიონი | საკომუნიკაციო მომსახურებები |
5 | უილ ლანსინგი | Fair Isaac (FICO) | $66.4 მილიონი | $2.0 მილიონი | ტექნოლოგიები |
6 | ტიმ კუკი | Apple (AAPL) | $63.2 მილიონი | $13.7 მილიონი | ტექნოლოგიები |
7 | ჰამიდ მოღადამი | Prologis (PLD) | $50.9 მილიონი | $1.9 მილიონი | უძრავი ქონება |
8 | ტედ სარანდოსი | Netflix (NFLX) | $49.8 მილიონი | $19.5 მილიონი | საკომუნიკაციო მომსახურებები |
9 | დეივიდ ზასლავი | Warner Bros. Discovery (WBD) | $49.7 მილიონი | $25.0 მილიონი | საკომუნიკაციო მომსახურებები |
10 | გლენ ფოგელი | Booking Holdings (BKNG) | $46.7 მილიონი | $5.8 მილიონი | სამომხმარებლო ციკლური მომსახურებები |
* S&P 500 აშშ-ის საფონდო ბირჟებზე წარმოდგენილ 500 უმსხვილეს კომპანიას აერთიანებს.