ქველმოქმედების რეიტინგი და საქართველო

ქველმოქმედების რეიტინგი და საქართველო

Charities Aid Foundation მსოფლიოს ყველაზე ქველმოქმედი ქვეყნების ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგი სამი ძირითადი კრიტერიუმისგან შედგება: უცხო ადამიანის დახმარება; საქველმოქმედო ორგანიზაციაში თანხის გადარიცხვა; მოხალისედ მუშაობა.

მიმდინარე წლის რეიტინგში 139 ქვეყნის მონაცემია გაანალიზებული.

რეიტინგის პირველ ადგილს მიანმარი იკავებს, ქვეყნის სარეიტინგო ქულა 65-ია და მისი მოსახლეობის ყველაზე დიდი ნაწილი მონაწილეობს ქველმოქმედებისთვის საჭირო 3 კრიტერიუმში. მეორე და მესამე ადგილზე ინდონეზია და კენიაა. ამერიკის შეერთებული შტატები რეიტინგში მეხუთე ადგილს იკავებს, ხოლო კანადა მეშვიდეს.

გასულ წელს მსოფლიოს 80 ქვეანაში უცხო ადამიანის დახმარების მაჩვენებელი შემცირდა, ქვეყნების უმეტესობა აზიასა და დასავლეთ ევროპაში მდებარეობს.

საქართველო სიაში 135-ე ადგილს იკავებს. რეიტინგში 122-ე ადგილზეა სომხეთი, 126-ზე აზერბაიჯანი, ხოლო თურქეთი რუსეთი 124-ზე.

უცხო ადამიანის დახმარების კრიტერიუმში საქართველოს 38 ქულით 113-ე ადგილი უკავია. საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის თანხის გადარიცხვის კრიტერიუმში საქართველო 137-ე პოზიციაზეა, ხოლო მოხალისეობის კრიტერიუმში კი 124-ზე. 

რეიტინგი Gallup-ის გამოკითხვის შედეგებზეა დამოკიდებული. გამოკითხვაში მონაწილეობა ყველაზე მეტმა ადამიანმა ჩინეთში მიიღო (4,373 ადამიანი), ხოლო პატარა ზომის ქვეყნებში გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *