2018 წელს მსოფლიოში თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 2.6%-ით გაიზარდა და 1.8 ტრილიონი დოლარი შეადგინა. სტოქჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, გლობალურად თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 1988 წლის შემდეგ ყველაზე მეტად გაიზარდა.
ბოლო 7 წლის განმავლობაში პირველად, გაიზარდა აშშ-ს მიერ თავდაცვაზე გაწეული ხარჯებიც და მან ქვეყნის მშპ-ს 3%-ზე მეტი შეადგინა.
დაახლოებით 240 მილიარდი დოლარი დახარჯა თავდაცვაზე ჩინეთმა. ეს მაჩვენებელი კი ქვეყნის მიერ 1994 წელს დახარჯულ თანხას დაახლოებით ათჯერ აღემატება.
საუდის არაბეთმა, გასულ წელს, თავდაცვაზე 68 მილიარდი დოლარი დახარჯა, ინდოეთმა 67 მილიარდი დოლარი, ხოლო საფრანგეთმა კი 64 მილიარდი დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთმა თავდაცვაზე გაწეული ხარჯები 4%-ით შეამცირა ის ქვეყნის მშპ-ს 8.8%-ს შეადგენს.
თავდაცვაზე გაწეული ხარჯების წილი ქვეყნის მშპ-სთან.
საუდის არაბეთი – 8.8%
ისრაელი – 4.3%
რუსეთი – 3.9%
აშშ – 3.2%
თურქეთი – 2.5%
ინდოეთი – 2.4%
საფრანგეთი – 2.3%
ავსტრალია – 1.9%
ჩინეთი – 1.9%
გაერთიანებული სამეფო – 1.8%
კანადა – 1.3%
გერმანია – 1.2%