რა არის აქტივების მმართველი კომპანია?

რა არის აქტივების მმართველი კომპანია?

აქტივების მმართველი კომპანია (ინგლისურად Asset Management Company (AMC)) არის იურიდიული პირი, რომელიც მისი კლიენტების მიერ მინდობილი ფინანსური რესურსების სხვადასხვა აქტივში ინვესტირებას ახდენს. ეს აქტივები შეიძლება იყოს აქციები. ობლიგაციები, უძრავი ქონება და სხვა. დღეს მსოფლიოში აქტივების მმართველი  კომპანიები ძირითადად საინვესტიციო ფონდების პორტფელის მართვას ახორციელებენ. მაგალითად, ფართოდ არის გავრცელებული საპენსიო ფონდების აქტივების მართვა აქტივების მმართველი კომპანიის მიერ.

აქტივების მმართველი კომპანიის უპირატესობა არის მისი ექსპერტიზა და საინვესტიციო საქმიანობის ცოდნა. შესაბამისად, გარკვეული ფინანსური რესურსების მფლობელებს ურჩევნიათ, მომსახურებისთვის გარკვეული თანხა გადაიხადონ და აქტივების მართვა გამოცდილ კომპანიებს მიანდონ. აქტივების მმართველ კომპანიებს მასშტაბის ეფექტიდან გამომდინარე უფრო იაფი უჯდებათ ოპერაციები, ხელი მიუწვდებათ მსხვილ აქტივებზე, ანუ რამდენიმე კლიენტის აქტივის აკუმულირებით შეუძლიათ მილიარდობით დოლარის ინვესტიციები განახორციელონ, რასაც მათი კლიენტები ინდივიდუალურად ვერ შეძლებდნენ.

დღეს მსოფლიოში ყველაზე დიდი აქტივების მმართველი კომპანიაა BlackRock-ია,  რომელიც 10 ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *