რა არის ბენეფიციარი მესაკუთრე?

რა არის ბენეფიციარი მესაკუთრე?

ბენეფიციარი მესაკუთრე (ინგლისურად Beneficial owner) არის ფიზიკური პირი, რომელიც არის საწარმოს (კომპანიის) საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია). სამეწარმეო იურიდიული პირის ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი.

ბენეფიციარი მესაკუთრის დადგენა ზოგჯერ რთულია, განსაკუთრებით, თუ საწარმო ე.წ. ოფშორულ ტერიტორიაზეა რეგისტრირებული. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დროს ხშირად გადამწყვეტი სწორედ ბენეფიციარი მესაკუთრის რთულად აღმოჩენაა.