რა არის ფულის გათეთრება?

რა არის ფულის გათეთრება?

ფულის გათეთრება (ინგლისურად Money laundering) არის არალეგალური გზით ნაშოვნი ფულის ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზება, აღნიშნული ფულის ან სხვა ქონების არალეგალური ეკონომიკიდან გადაყვანა/გადატანა იმისათვის, რომ ამ ქონებით ღიად და კანონის დაცვით ისარგებლოს.

ძირითადად ფულის გათეთრების დროს ეს ფული დანაშაულებრივი გზით არის ნაშოვნი და მისმა მფლობელმა უნდა აჩვენოს შემოსავლის მიღების ლეგალური გზები, თითქოს ამ ლეგალური გზებით მიიღო შემოსავალი. ეს პროცესია „გათეთრება“, ანუ „შავი“ ფულის „გათეთრება“. ასეთ დროს ხდება დოკუმენტების გაყალბება ან ფიქტიური ბიზნესების და აზარტული თამაშების გამოყენება. ფულის გათეთრება, ბუნებრივია, დასჯადია, თუმცა ზოგჯერ მისი აღმოჩენა რთულია. „შავი“ ფულის გასათეთრებლად ხშირად ოფშორებს იყენებენ, რადგან იქ ფულის წარმომავლობის კონფიდენციალურობის დონე მაღალია.