რა არის მსესხებლის საკრედიტო რეიტინგი?

რა არის მსესხებლის საკრედიტო რეიტინგი?

მსესხებლის საკრედიტო რეიტინგი (ინგლისურად Credit Rating of a Debtor) არის ფულის პოტენციური მსესხებლის საკრედიტო რისკის შეფასება, ანუ რამდენად უპრობლემოდ შეძლებს მსესხებელი თანხის დაბრუნებას. სესხის მსურველს კონკრეტული ქულა ენიჭება და ამ ქულას ჰქვია რეიტინგი. საკრედიტო ქულა ვალდებულებების შეუსრულებლობის ალბათობის რისკის შეფასების საშუალებას იძლევა. რაც უფრო მაღალი საკრედიტო რეიტინგი აქვს მსესხებელს, შეუძლია ახალი სესხი უფრო მარტივი პროცედურებით და დაბალი პროცენტით აიღოს.

საკრედიტო ქულა არაერთი ფაქტორის ანალიზის მიხედვით დგინდება. ამ ფაქტორებს შორისაა: სესხის მოცულობა, საკრედიტო ისტორიის ხანგრძლივობა, სესხის აღების სიხშირე, ვალზე მომსახურების ისტორია და სხვა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ვალზე მომსახურების ისტორიაა, ანუ რამდენად კარგად ასრულებდა დებიტორი ვალდებულებებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *