რა მიიღო შვედეთის ეკონომიკამ არჩაკეტვის სტრატეგიით?

რა მიიღო შვედეთის ეკონომიკამ არჩაკეტვის სტრატეგიით?

შვედეთის ეკონომიკამ 2020 წლის ბოლო კვარტალში კლება თავიდან აიცილა, კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტი 0.5%-ით გაიზარდა წინა კვარტალთან შედარებით, რაც იმის ნახევარია, რასაც Bloomberg-ის მიერ გამოკითხული ეკონომისტები პროგნოზირებდნენ, თუმცა, იმაზე უკეთესი შედეგია, რასაც Riksbank-ი ელოდა.

შვედეთი ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ის პანდემიას იმაზე უკეთ გაუმკლავდა, ვიდრე ევროპის ქვეყანების უმრავლესობა. თუმცა, ქვეყნის პერსპექტივები კვლავ ბუნდოვანია. ქვეყანაში კორონავირუსის მომდევნო ტალღას ელოდებიან, მათ შორის მუტაციური ვირუსის, რომელიც უფრო მარტივად ვრცელდება.

ის ფაქტი, რომ შვედეთის ეკონომიკა გასულ კვარტალში გაიზარდა, ოჯახებისთვის ნუგეშის მომცემი არ იქნება, ვინაიდან ისინი დაინფიცირების გაზრდილი რისკების წინაშე არიან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2020 წლის მეოთხე კვარტლის ზრდა ამ წლის პირველ კვარტალში საპირისპირო შედეგს მოგვცემს, – განაცხადა Capital Economics-ის ეკონომისტმა მელანი დებონომ.

შვედეთის მშპ-ის გაზრდის პარალელურად, უმსხვილესმა შვედურმა კორპორაციებმა გაყიდვების ზრდის შესახებ განაცხადეს. მაგალითად Ericsson-მა გასულ კვირას გაყიდვების 11%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა, კომპრესორების უმსხვილესმა მწარმოებელმა მსოფლიოში Atlas Copco AB-მა კი აღნიშნა, რომ გაიზარდა მათი შეკვეთებიც.

ამას გარდა, ცნობოლია, რომ შვედეთი ეკონომიკის ე.წ K-ფორმის აღდგენას განიცდის, კერძოდ, ინდუსტრიული სექტორი პროგრესირებს, ხოლო მომსახურების სფერო პანდემიის შედეგად უფრო და უფრო ქვემოთ მოდის.

ამასთან, იმის ათვალისწინებით რომ ინფლაცია კვლავ ძალიან შორსაა ცენტრალური ბანკის მიზნობრივი მაჩვენებლისგან, გადაწყვეტილების მიმღები პირები აცხადებენ, რომ განიხილება ნეგატიურ საპროცენტო განაკვეთებზე დაბრუნების ალტერნატივაც. თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ მშპ გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე Riksbank-ი პროგნოზირებდა, საპროცენტო განაკვეთების შეკვეცის ალბათობა მცირდება.