უფასო ონლაინ ენციკლოპედია Wikipedia ყოველწლიურად პლატფორმაზე ყველაზე ხშირად მოძიებული თემების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს. Wikimedia Foundation-ის მონაცემების მიხედვით, გასულ წელს ადამიანებმა ინგლისური ვიკიპედიის კითხვაში დაახლოებით 2.4 მილიარდი საათი — თითქმის 275,000 წელი — დახარჯეს.
რაც შეეხება თემებს, Wikipedia-ზე ყველაზე პოპულარული 2024 წლის სიკვდილიანობის შესახებ ინფორმაცია იყო. შეგახსენებთ, გასულ წლის ყველაზე პოპულარულ თემას ChatGPT წარმოადგენდა, სიკვდილიანობაზე ინფორმაცია კი მეორე ადგილს იკავებდა.
გარდა სიკვდილიანობაზე ინფორმაციისა, 2024 წელს ხალხის დაინტერესება საკმაოდ მაღალი იყო პოლიტიკური და, კერძოდ, არჩევნების თემატიკით. ეს, დიდწილად, ნოემბერში აშშ-ში გამართულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა განაპირობა, რასაც კანდიდატების აქტიური საარჩევნო კამპანიები უძღოდა წინ.
აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ 2024 წელს Wikipedia-ზე მეორე ყველაზე წაკითხვადი სტატია კამალა ჰარისის შესახებ იყო, რომელმაც დემოკრატების კანდიდატი, ჯო ბაიდენი საარჩვენო კამპანიის დაწყების შემდეგ ჩაანაცვლა. მესამე ადგილზე კი მოხვდა თემა ამერიკის შეერთებული შტატების 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები.
10 ყველაზე პოპულარული თემა ინგლისურენოვან Wikipedia-ზე 2024 წელს, გვერდის ნახვების მიხედვით:
1 | სიკვდილიანობა 2024 წელს | 44.4 მილიონი |
2 | კამალა ჰარისი | 29.0 მილიონი |
3 | აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები | 27.9 მილიონი |
4 | ლაილ და ერიკ მენდესები | 26.1 მილიონი |
5 | დონალდ ტრამპი | 25.3 მილიონი |
6 | ინდოეთის პრემიერ ლიგა | 24.6 მილიონი |
7 | ჯეი დი ვანსი | 23.3 მილიონი |
8 | Deadpool & Wolverine | 22.4 მილიონი |
9 | Project 2025 | 19.7 მილიონი |
10 | ინდოეთის 2024 წლის საყოველთაო არჩევნები | 18.1 მილიონი |
*მონაცემები ეყრდნობა 2024 წლის 22 ნოემბრამდე შეგროვებულ ინფორმაციას.