რამდენი მილიარდის დახმარება გაუწიეს პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინას?

რამდენი მილიარდის დახმარება გაუწიეს პარტნიორმა ქვეყნებმა უკრაინას?

რუსეთის ფედერაციის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უმძიმესი ეკონომიკური ვითარების წინაშე აღმოჩნდა, თუმცა პარტნიორმა ქვეყნებმა მისთვის მილიარდობით დოლარის ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გამოყვეს.

დახმარების მოცულობით ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებული სამეფო ლიდერობენ.

ამჟამინდელი მონაცემებით, პარტნიორი სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების საერთო მოცულობა 85 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

ფინანსური დახმარების რეიტინგი:

1. ევროკავშირი – $12.3 მლრდ;
2. აშშ – $10.3 მლრდ;
3. ბრიტანეთი – $2.1 მლრდ;
4. კანადა – $1.8 მლრდ;
5. გერმანია – $1.2 მლრდ.

სამხედრო დახმარების რეიტინგი:

1. აშშ – $25.0 მლრდ;
2. ბრიტანეთი – $4.0 მლრდ;
3. ევროკავშირი – $2.5 მლრდ;
4. პოლონეთი – $1.8 მლრდ;
5. გერმანია – $1.2 მლრდ.

ჰუმანიტარული დახმარების რეიტინგი:

1. აშშ – $9.2 მლრდ;
2. ევროკავშირი – $1.4 მლრდ;
3. გერმანია – $0.7 მლრდ;
4. ბრიტანეთი – $0.4 მლრდ;
5. კანადა – $0.3 მლრდ;

საგულისხმოა, რომ მოცემული სტატისტიკა არ მოიცავს სამომავლოდ დაგეგმილ დახმარების პაკეტებს.