რატომ არ ფლობს ბილ გეიტსი კრიპტოვალუტას

რატომ არ ფლობს ბილ გეიტსი კრიპტოვალუტას

როგორც გაირკვა, Microsoft-ის დამფუძნებელი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ბილ გეიტსი კრიპტოვალუტებს არ ფლობს, – ამის შესახებ მან Reddit-ზე განაცხადა. „ფულის ისეთ რაღაცებში დაბანდება მომწონს, რასაც ღირებული შედეგი აქვს. კომპანიების ღირებულება დამოკიდებულია მათ მიერ კარგი პროდუქტის შექმნაზე, ხოლო კრიპტოვალუტის ღირებულება დამოკიდებულია ვიღაცის აზრზე, თუ რამდენს გადაიხდის ამ კრიპტოვალუტაში სხვა ადამიანი – სხვა ინვესტიციებისგან განსხვავებით, ეს საზოგადოებას არაფრით ეხმარება“, – განაცხადა ბილ გეიტსმა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბილ გეიტსმა კრიპტოვალუტების წინააღმდეგ გაილაშქრა – გასული წლის თებერვალში, Bloomberg-თან საუბრისას მილიარდერმა შეწუხებულად ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც ბიტკოინის მანიაში არიან ჩათრეულები. „ილონ [მასკზე] ნაკლები ფული თუ გაქვთ, ალბათ ფრთხილად უნდა იყოთ“, – განაცხადა მან.

შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ბილ გეიტსის შარშანდელი განცხადება საკმაოდ აქტუალურია – ალგორითმული სტეიბლკოინი TerraUSD-ის ბოლოდროინდელმა კოლაფსმა ნეგატიური გავლენა კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზაციაზეც მოახდინა. ბიტკოინის ღირებულება, მაგალითად, ამ თვეს, 27%-ითაა შემცირებული, ხოლო ეთერისა – 36%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.