რუსეთში McDonald’s-ის ბიზნესს მილიარდერი ალექსანდრ გოვორი ყიდულობს

რუსეთში McDonald’s-ის ბიზნესს მილიარდერი ალექსანდრ გოვორი ყიდულობს

McDonald’s Corp-ი რუსეთში არსებულ რესტორნებს ადგილობრივი ლიცენზიის მქონე ერთ-ერთ ოპერატორს მიჰყიდის, რომელიც მათ რებრენდირებას ახალი სახელით მოახდენს. შედეგად კი რუსეთის ბაზარზე კომპანიის 30-წლიანი ისტორია საბოლოოდ დასრულდება. მოგეხსენებათ, გასულ კვირას McDonald’s-მა რუსეთის ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღო.

მსოფლიოს უმსხვილესი სწრაფი კვების ობიექტი რუსეთში არსებული 850 რესტორნის 84%-ის მფლობელია. კომპანიის განცხადებით, ის საკუთარ სავაჭრო ნიშანს შეინარჩუნებს. მარტში McDonald’s-მა რუსეთში საკუთარი რესტორნები დროებით დახურა, ამჯერად კი ბაზრიდან სრულად გასვლის გადაწყვეტილებაც მიიღო.

სწრაფი კვების ობიექტების ქსელს რუსეთში ალექსანდრ გოვორი შეიძენს. რუსეთში კომპანიის ფრენჩაიზ ოპერაციებს აქამდე სწორედ მისი კომპანია GiD LLC ახორციელებდა. გოვორი McDonald’s-ის ლიცენზიის მფლობელი 2015 წლიდანაა. იგი კომპანიას ციმბირის რეგიონში გაფართოებაში დაეხმარა, სადაც ამერიკული სწრაფი კვების ქსელი 25 რესტორნით იყო წარმოდგენილი.

McDonald’ს-მა და GiD-მა გარიგების ფინანსური დეტალების გამჟღავნებისაგან თავი შეიკავეს. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ McDonald’s-ის წარმომადგენლობა 850 რესტორნისა და ბიზნესის სანაცვლოდ, დაახლოებით, 1.2 – 1.4 მილიარდი დოლარის მიღებას ვარაუდობდა. McDonald’s-ის განცხადებით, გოვორი არსებულ თანამშრომლებს 2 წლის განმავლობაში იგივე პირობებით შეინარჩუნებს, ხოლო გარიგების დასრულაბამდე მათ  ხელფასებსაც თვითონ გადაიხდის.

რუსეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ დენის მანტუროვის განცხადებით, შეთანხმება გრძელი და რთული მოლაპარაკების პროცესის შემდეგ გაფორმდა და რუსეთის მთავრობა ალექსანდრ გოვორს ოპერაციებში ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.

ცნობისთვის, McDonald’s-ის პირველი რესტორანი მოსკოვში 1989 წელს გაიხსნა, მას შემდეგ კი რესტორნების ქსელი რუსეთში სწრაფი ტემპით განვითარდა, რაც დიდი მოთხოვნითა და მოქალაქეების მხრიდან ინტერესის მაღალი დონით იყო განპირობებული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *