Reddit-ის IPO-ს საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება

Reddit-ის IPO-ს საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება

სოციალური  მედიაპლატფორმა  Reddit-ის IPO ახლოვდება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიის საწყისი ღირებულება $6.5 მილიარდი იქნება, რაც კომპანიის რამდენიმე წლის წინანდელ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. საკითხთან დაახლოებული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Reddit-ის ერთი აქციის ღირებულება საფონდო ბირჟებზე თავდაპირველად $31-$34-ით შეფასდება.

გარდა ამისა, საფონდო ბირჟებზე Reddit-ი ინვესტორებისა და თანამშრომლების მფლობელობაში არსებულ აქციებთან ერთად, ახალ აქციებსაც გამოუშვებს. ცნობისათვის, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2021 წელს $10 მილიარდს შეადგენდა. IPO-სთვის Reddit-ი საკუთარი აქციების 10%-ის დათმობას აპირებს.

გასულ თვეს Reddit-მა მეოთხე კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, 2023 წელს კომპანიის შემოსავლები 21%-ით გაიზარდა, ზარალი კი $90.8 მილიონამდე შემცირდა.

კომპანიამ აქციების საჯაროდ განთავსებაზე შესაბამისი მოთხოვნის ფორმა გასულ კვირას შეავსო. ჯერჯერობით უცნობია, აპლიკაციის წარმატების შემთხვევაში კომპანიის აქციები საფონდო ბირჟაზე როდის განთავსდება.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *