Render Group-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა საერთაშორისო ასპარეზზე და წარმატებით შეასრულა 3D ანიმაციისა და მონტაჟის სამუშაოები მსოფლიოში აღიარებული არქიტექტურული კომპანიის, Zaha Hadid Architects-ის და Cityzen-ის პროექტისთვის.
Zaha Hadid Architects თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი გავლენიანი და ინოვაციური სტუდიაა, რომლის პროექტებიც ფართოდ არის ცნობილი, Cityzen პროექტი კი სწორედ მათი თანამედროვე ხედვის კიდევ ერთი დასტურია.
Render Group-ის როლი პროექტში
Cityzen-ის პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო მისი 3D ვიზუალიზაცია, ანიმაცია და საბოლოო მონტაჟი. სწორედ ამ ნაწილზე იმუშავა Render Group-მა, რომლის გუნდი გამოირჩევა გამოცდილებით და ტექნიკური შესაძლებლობებით.
სტუდიის შემოქმედებითმა ჯგუფმა შექმნა მაღალი ხარისხის 3D ანიმაცია, რომელიც ზუსტად გადმოსცემს Zaha Hadid Architects-ის კონცეფციასა და დიზაინის დეტალებს. პროექტის ტექნიკური სირთულეები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვდა – მოძრაობისა და განათების დინამიკა, ტექსტურების დეტალური დამუშავება და მონტაჟი, რაც Render Group-მა წარმატებით განახორციელა.
Render Group-ის დამფუძნებლის, დავით კუპატაძის კომენტარი:
“ამ გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა, დაინერგა ახალი ვორკფლოუ, რომელმაც მოგვცა საშუალება, რომ ურთულესი პროექტი დაგვესრულებინა უმოკლეს დროში, ზაჰას ლონდონის ოფისთან ურთიერთობის გამოცდილება არის ახალი თავი რენდერის ცხოვრებაში. კომპანიის ამოცანაა მომსახურებების სრული ექსპორტი. – ამბობს Render Group-ის დამფუძნებელი, დავით კუპატაძე.
Render Group-ის კომერციული დირექტორის, ვანო ანიაშვილის კომენტარი:
Zaha Hadid Architects-ის მსგავსი დონის სტუდიასთან თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Render Group-ს შეუძლია და აქვს დიდი რესურსი რთული პროექტების შესასრულებლად როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის გარეთ.” – აღნიშნავს Render Group-ის კომერციული დირექტორი ვანიკო ანიაშვილი.
Render Group-ის კრეატიული დირექტორი, დანილ დავიდოვი კომენტარი:
“ეს იყო ტექნიკურად ურთულესი პროექტი. გაჩნდა საჭიროება, აგვეგო მთლიანად ქალაქი 3D-ში. რელიეფზე მუშაობა არის ყველაზე რთული პროცესი მოდელირებაში. ასევე გამოწვევა იყო ტექნიკური დავალებიდან გვეპოვა ის კადრები, რომლებიც ზუსტად ჩაჯდებოდა ლონდონის ოფისის ხედვაში. წინ დიდი საქმეებია და მსგავსი გამოწვევები გვახარებს – ამბობს Render Group-ის კრეატიული დირექტორი, დანილ დავიდოვი.
ქართული 3D ვიზუალიზაციის მომავალი
Render Group-ის ეს პროექტი კიდევ ასახავს იმას, რომ საქართველოში 3D ვიზუალიზაცია და ანიმაცია საერთაშორისო სტანდარტზეა. სტუდია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეუძლია მაღალი დონის პროექტების შესრულება მრავალი მიმართულებით და საკუთარი პოზიციების გაძლიერება. როგორც ვიცით კომპანიას აქვს მიმდინარე პროექტები მსოფლიოს სხვადასხვა ტოპ არქიტეტურულ სტუდიებთან და მალე მათ ვიხილავთ. ამჟამად სტუდია გადადის ტრანსფორმაციას და ხსნის ფილიალს ლონდონში, ყაზახეთში და აზერბაიჯანში.