Roche-მ $2.7 მილიარდად ჭარბწონიანობის მედიკამენტის მწარმოებელი შეისყიდა

Roche-მ $2.7 მილიარდად ჭარბწონიანობის მედიკამენტის მწარმოებელი შეისყიდა

შვეიცარიული Roche-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, Carmot Therapeutics-ის შესაძენად საბოლოო შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამერიკულ კომპანიაში, რომელიც ჭარბწონიანობის სამკურნალო კვლევებზეა ფოკუსირებული, ფარმაცევტული გიგანტი $2.7 მილიარდს გადაიხდის.

თუ გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება მოხერხდება, $2.7-მილიარდიანი წინასწარი შესყიდვის ფასის გარდა, შვეიცარიული კომპანიის განცხადებით, Carmot-ის აქციათა მფლობელები $400 მილიონამდე კომპენსაციასაც მიიღებენ. Carmot-ის არსებული პორტფოლიო მრავალ პრეკლინიკურ პროგრამასთან ერთად, მოიცავს კლინიკურ სტადიაზე მყოფ კანქვეშა და ორალურ ინკრეტინებს, რომლებიც ჭარბწონიან პაციენტებში, მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში, წონის კლებას უწყობს ხელს.

Roche-ს მთავარ სამედიცინო ოფიცერ ლევი გარავეის განცხადებით, მათი კომპანიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა Carmot-ის მთავარი აქტივი, CT-388-ის კლინიკურ მონაცემები. ცნობისთვის, Roche მიიღებს წვდომას Carmot-ის ამჟამინდელ R&D პორტფოლიოზე, რომელიც ამერიკული კომპანიის ყველა კლინიკურ და პრეკლინიკურ აქტივს აერთიანებს.

Carmot-ის თანამშრომლები Roche-ს ფარმაცევტულ განყოფილებას ტრანზაქციის ოფიციალურად დასრულების შემდეგ შეუერთდებიან. გარიგება სავარაუდოდ 2024 წლის პირველ კვარტალში დაიხურება.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, Roche-მ $7.1 მილიარდად Roivant-ის ნაწლავების დაავადებების მედიკამენტზე უფლებები შეისყიდა. კომპანიის მიზანი, ახალ მიმართულებებში გაფართოებით, ონკოლოგიურ მედიკამენტებზე მოთხოვნის ვარდნის დაბალანსებაა.