როგორ აფასებს მოსახლეობა ეკონომიკურ მდგომარეობას - CCI ინდექსი შემცირდა

როგორ აფასებს მოსახლეობა ეკონომიკურ მდგომარეობას - CCI ინდექსი შემცირდა

საქართველოში მომხმარებელთა ნდობის ინდექსი (CCI) მცირედით – 1.5 პუნტით შემცირდა. მომხმარებელთა განწყობის დასადგენად ISET 12 კითხვას იყენებს, მათ შორის ფინანსურ მდგომარეობაზე, დასაქმებაზე, ინფლაციაზე, თანხის დაზოგვაზე და ა.შ.

გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა – 50.8% მიიჩნევს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათი ფინანსური მდგომარეობა უცვლელი დარჩა, 30% თვლის, რომ მცირედით გაუარესდა, 7.1%-სთვის კი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. რესპონდენტების 11.5% ამბობს, რომ სიტუაცია მცირედით გაუმჯობესდა.

მოსახლეობის უმრავლესობა – 46.7% ელოდება, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მათი ფინანსური მდგომარეობა არც გაუმჯობესებულა და არც გაუარესებულა. 22% თვლის, რომ მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, ხოლო 15.8% თვლის, რომ მცირედით გაუარესდა.

რესპონდენტების 36.8% თვლის, რომ ბოლო 12 თვეში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ შეცვლილა, 31% თვლის, რომ სიტუაცია გაუარესდა მცირედით, ხოლო 19.8% მიიჩნევს რომ მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მხოლოდ 10.5% თვლის რომ სიტუაცია მცირედით გაუმჯობესდა.

გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა – 28.2% თვლის, რომ მომდევნო 12 თვეში ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდება. 31%-ზე მეტი კი თვლის, რომ სიტუაცია გაუარესდება.

მოსახლეობის 41.5% თვლის, რომ ბოლო 12 თვეში ქვეყანაში ფასები მკვეთრად გაიზარდა, 50%-ზე მეტი კი თვლის, რომ ფასები მცირედით გაიზარდა. ასევე, გამოკითხული რესპონდენტების 28%-ზე მეტი ელოდება რომ ფასების ზრდა მომდევნო 12 თვეშიც იმავე ნიშნულზე შენარჩუნდება.

რესპონდენტების 60%-ზე მეტი მომდევნო 12 თვეში საყიდლებზე იმაზე ნაკლები თანხის დახარჯვას გეგმავს, ვიდრე ამჟამად ხარჯავს. 36.2% მიიჩნევს, რომ დღეს თანხის დანაზოგის გაკეთებისთვის კარგი დრო არ არის, 10.8% კი თვლის, რომ თანხის შენახვისთვის საკმაოდ ცუდი დროა. 46% მომდევნო 12 თვეში დანაზოგის გაკეთებას არ ფიქრობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.