ცუკერბერგი ერთ დღეში $1.7 მილიარდით გამდიდრდა

ცუკერბერგი ერთ დღეში $1.7 მილიარდით გამდიდრდა

მარკ ცუკერბერგი ერთ დღეში $1.7 მილიარდით გამდიდრდა, – მიზეზი Facebook აქციების ფასის მატებაა. კერძოდ, ოთხშაბათს სოციალური ქსელის აქციების ფასი 2.3%-ით გაიზარდა მას შემდეგ რაც  Instagram-მა სიახლე Instagram television დააანონსა.

2012 წლიდან დღემდე Facebook აქციების ფასი 428%-ით არის გაზრდილი, რამაც მისი დამფუძნებელი პლანეტის ნომერ მეხუთე ყველაზე მდიდარი ადამიანი გახადა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Forbes-ს ცუკერბერგის ქონება $77  მილიარდად აქვს შეფასებული.

Instagram დამფუძნებელი 34 წლის კევინ სისტრომი ამჯერად $1.67 მილიარდს ფლობს. სოციალურ ქსელს 30 მილიონომანდე აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.