„ბავშვობიდან მიზიდავდა ქსოვილი და მისი მრავალფეროვნება. როცა ვმოგზაურობდი და ვიგებდი მეტს სხვადასხვა ქვეყანაში დიზაინის გადაწყვეტებზე, მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს რეალობაშიც გადმომეტანა – აქედან დაიბადა ტესსუტოს შექმნის იდეა“, – იხსენებს თამუნა მალაყმაძე, კომპანია ტესსუტოს დამფუძნებელი.
ტესსუტო 2018 წლიდან ქართულ ბაზარზე მომხმარებლებს მაღალი ხარისხის ტექსტილის ნაწარმს სთავაზობს. „ვიმეგობროთ ინტერიერში“ ეს ტესსუტოს სლოგანია და კარგად გადმოსცემს მისიას – ფარდებით, თეთრეულით, საავეჯე ქსოვილით თუ სხვა პროდუქციით, ადამიანებს ფუნქციური და მყუდრო გარემოს შექმნაში დაეხმაროს.
„თავდაპირველი მიზანი შოურუმის გახსნა იყო, შემდეგ – სამკერვალოს.
ნელ-ნელა მივხვდი, რომ შეგვეძლო მსხვილი ბიზნესებისთვისაც გაგვეწია მომსახურება და დღეს მუდმივად ვთანამშრომლობთ ათეულობით სასტუმროსა და კიდევ უფრო მეტ ადამიანთან, რომლებსაც პირადი სივრცის მოწყობა სურთ“, – ამბობს თამუნა და აღნიშნავს, რომ ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადადგმისას სწავლაზე, ცოდნის შეძენაზე იყო ორიენტირებული და ამ გეზიდან არც შემდგომში გადაუხვევია.
„რაც უფრო ვითარდები, მეტი საჭიროება ჩნდება და გჭირდება დახმარება სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად“, – აღნიშნავს ის.
ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა ტესსუტოსთვის საბუღალტრო საქმიანობა იყო, რაშიც მას საქართველოს ბანკი დაეხმარა. მან ბანკის ბიზნეს შეთავაზებით ისარგებლა და ბუღალტრული პროცესების გამართვა მოახერხა.
„ვიცოდი, რომ ბიზნეს მობილბანკში საინტერესო შეთავაზებებს ვნახავდი და იქვე ავირჩიე ბალანსის შეთავაზება, რაც ჩემი შემოსავლების, ხარჯებისა და მოგების კონტროლში დამეხმარა. ეს ყველაფერი კი, ჩვენი ყოველდღიურობის გამარტივებაში აისახა“, – ამბობს თამუნა.
საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის აქტიური მხარდამჭერი, მუდმივად ზრუნავს, რომ ხელმისაწვდომი გახდეს სხვადასხვა ტიპის მომსახურება, რომელიც კომპანიებს ყოველდღიური ოპერაციებს ამარტივებს. სწორედ ამიტომ, ფინანსური ინსტიტუტი სივრცეს უთმობს იმ პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც ბიზნესებს გამორჩეულ სერვისებს განსაკუთრებული პირობებით სთავაზობენ. შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიღება კი საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან, ბიზნეს ინტერნეტბანკიდან და ბიზნეს მობილბანკიდან შეიძლება, თანაც, მრავალფეროვან სერვისზე ინფორმაციის სწრაფად მიღების გარდა, იქვე მათი გააქტიურებაცაა შესაძლებელი.
ბიზნეს შეთავაზებებს შორისაა უფასო სერვისები, ფასდაკლება, სპეციალური ფასები, სუბსიდიები და სხვა. ამასთან, ბიზნესები, რომლებსაც აინტერესებთ პროგრამული უზრუნველყოფის, საბუღალტრო, საკონსულტაციო, ადამიანური რესურსების მართვის, საგადასახადო, მარკეტინგული და სხვა სერვისები ან პროდუქტები, ამ სივრცეებში საკუთარ ინტერესებზე მორგებულ შემოთავაზებას აუცილებლად იპოვიან. სწორედ მათ შორის აღმოაჩინა ტესსუტომ საბუღალტრო სერვისით 3 თვიანი უფასო მომსახურების შესაძლებლობა.
„წლები გადის და დღეს სადაც ვართ, ეს დიდი შრომის შედეგია. ჩვენს მთავარ ამოცანად კი, კვლავ ცოდნის მიღება, განვითარება და პროდუქციის პრაქტიკულობა რჩება“, – აღნიშნავს თამუნა მალაყმაძე.
საქართველოს ბანკის სხვა ბიზნესპროდუქტებსა და სერვისებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ აქ ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.
S