საშუალო ანაზღაურების რეალური ზრდის ტემპი ბოლო 10 წლის განმავლობაში: სომხეთი – 8.5%; საქართველო – 6.6%; ყირგიზეთი – 6.2%; თურქმენეთი – 4.8%; თურქეთი – 4.1%; აზერბაიჯანი – 2.5%; ყაზახეთი – 2.3%.
მსოფლიოში საშუალო ანაზღაურების ზრდის ტემპი 2017 წელს 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით, მსოფლიოში საშუალო ანაზრაურების ზრდის რეალური ტემპი (ინფლაციის გათვალისწინებით) 1.8%-მდე შემცირდა (2.4% 2016 წელს). შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია საშუალო ანაზღაურების გასაანგარიშებლად თვიურ საშუალო ხელფასს იყენებს და არაა საათობრივ ანაზღაურებას. მონაცემები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკის სამსახურებს ეკუთვნით. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში მსოფლიოში დასაქმებულთა პროდუქტიულობა მეტად იზრდება, ვიდრე ეს საშუალო ანაზღაურების ზრდის ტემპია.
ILO-ს მსოფლიოს 64 ქვეყნის საშუალო ანაზღაურებები აქვს გაანალიზებული, მათ შორის არის საქართველოს მონაცემებიც.
საქართველოში საშუალო ანაზღაურებას სტატისტიკის სამსახური ითვლის, ამისთვის კი 15 000-მდე საწარმოს მონაცემებს იყენებს. გასათვალისწინებელია, რომ საქსტატის კვლევა არ მოიცავს არაფორმალურ სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებას. საქსტატისვე მონაცემებით კი არაფორმალურად დასაქმებულთა წილი არასასოფლო-სამეურნეო სფეროს დასაქმებულებში 2017 წელს 33.9% იყო, თუკი მას სოფლის მეურნეობის სფეროსაც დავუმატებთ, მონაცემი კიდევ შეიცვლება. ამასთან, სოფლად არაფორმალური დასაქმების წილი 35.8%-ია, ხოლო ქალაქად კი 33.2%.
ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნებში, საშუალო ანაზღაურების რეალური ზრდის ტემპი ბოლო 10 წლის განმავლობაში შემდეგი იყო: ტაჯიკეთი – 14.4%; სომხეთი – 8.5%; საქართველო – 6.6%; ყირგიზეთი – 6.2%; თურქმენეთი – 4.8%; თურქეთი – 4.1%; აზერბაიჯანი – 2.5%; ყაზახეთი – 2.3%; უზბეკეთი – 1.2%; ისრაელი – 1.1%; კვიპროსი – 0.2%.
კვლევის მიხედვით, 2017 წელს საქართველოში საშუალო ანაზღაურების რეალური ზრდის ტემპი 0.2% იყო. ბოლო 5 წელში კი რეალური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა და მან 9.1% შეადგინა, 2014-ში ეს მაჩვენებელი 2.7% იყო, 2015 წელს 5.8%, 2016-ში კი 2.2%.
ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში საშუალო ანაზღაურება და მისი ზრდის რეალური ტემპი (ინფალაციის გათვალისწინებით) 2017 წელს შემდეგი იყო:
საქართველო
საშუალო ანაზღაურება: 999 ლარი
საშუალო ანაზღაურების რეალური ზრდის წლიური ტემპი: 0.2%
ესტონეთი
საშუალო ანაზღაურება: 1221 ევრო
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 2.8%
გერმანია
საშუალო ანაზღაურება: 3395 ევრო
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 0.9%
საბერძნეთი
საშუალო ანაზღაურება: 1346 ევრო
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: -3.5%
უნგრეთი
საშუალო ანაზღაურება: 297017 უნგრული ფორინტი
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 10.3%
ყაზახეთი
საშუალო ანაზღაურება: 150827 ყაზახური ტენგე
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: -2.1%
ყირგიზეთი
საშუალო ანაზღაურება: 15670 ყირგიზული სომი
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 2.3%
ლატვია
საშუალო ანაზღაურება: 926 ევრო
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 4.8%
ლიეტუვა
საშუალო ანაზღაურება: 840 ევრო
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 4.7%
პოლონეთი
საშუალო ანაზღაურება: 4272 პოლონური ზლოტი
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 3.4%
რუსეთი
საშუალო ანაზღაურება: 39144 რუსული რუბლი
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 2.9%
სლოვაკეთი
საშუალო ანაზღაურება: 954 ევრო
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 4.1%
თურქმენეთი
საშუალო ანაზღაურება: 1403 მანათი
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: -5.9%
უკრაინა
საშუალო ანაზღაურება: 7104 გრივნა
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: 19.1%
უზბეკეთი
საშუალო ანაზღაურება: 1453200 სუმი
საშუალო ანაზღაურების რეალური წლიური ზრდა: -0.2%