გასულ კვირას Rolls-Royce-ის პირველმა სრულად ელექტროთვითმფრინავმა პირველი ფრენა განახორციელა და დიდი ბრიტანეთის ცაში დაახლოებით 15 წუთამდე დაყო. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხშაბათს თვითმფრინავმა ფრენის ტესტირების ინტენსიური ეტაპი დაიწყო. ფრენის მიზანი კი ელექტროენერგიისა და ძრავის სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება იყო.
Rolls-Royce-ის თანახმად, თვითმფრინავმა ფრენისას 400 კილოვატი სიმძლავრის ძრავა გამოიყენა, რაც ელექტროთვითმფრინავებისათვის ოდესმე აწყობილი ყველაზე მძლავრი ელემენტია. კომპანიის გეგმით, პროექტის ბოლო ეტაპზე თვითმფრინავის სიჩქარე 480 კმ/სთ-ს უნდა აღემატებოდეს.
სრულად ელექტროთვითმფრინავი კომპანიის მიერ განხორციელებული პროგრამის, ACCEL-ის საბოლოო შედეგია. პროექტის განხორციელებაში Rolls-Royce-ს ელექტროძრავებისა და კონტროლერის მწარმოებელი კომპანია YASA და საავიაციო სტარტაპი Electroflight-ი დაეხმარნენ. ზემოთ აღნიშნული YASA სრულად Mercedes-Benz-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიაა.
We are pleased to announce our all-electric aircraft the #SpiritOfInnovation completed its first ever flight. We’re incredibly proud of the hard work our teams are doing to ACCELerate the transition to #NetZero travel. #ACCEL @YASAMotors @Electroflight https://t.co/gdyGDbDLIa pic.twitter.com/CWktWjYCju
— Rolls-Royce (@RollsRoyce) September 15, 2021
რაც შეეხება პროექტის დაფინანსებას, მისი 50% საჰაერო კოსმოსური ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ბიზნესის, ენერგიისა და სამრეწველო სტრატეგიისა და ინოვაციური დეპარტამენტის პარტნიორობის შედეგია.
მნიშვნელოვანია აღნიშნული ინოვაციის როლიც გარემოსდაცვით საქმიანობაში. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, ავიამიმოსვლისას ნახშირორჟანგის გამოყოფა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სწრაფად გაიზარდა და 2019 წელს თითქმის 1 მეტრ გიგატონს მიაღწია. წიაღისეული საწვავის მოხმარების შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის სრულ მოცულობაში ავიაციას 2.8%-იანი წილი აქვს.
გარდა ამისა, Rolls-Royce-მა აღნიშნა, რომ ACCEL-ის ტექნოლოგიურ სისტემას ისეთი პროდუქტების წარმოებაში გამოიყენებს, რომლებიც სამგზავრო თვითმფრინავებთან, ვერტიკალურ ელექტროაფრენასა და სადესანტო ბაზრებთანაა დაკავშირებული.