რომელ ადგილზეა კვარაცხელია The Guardian-ის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში?

რომელ ადგილზეა კვარაცხელია The Guardian-ის 100 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში?

ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2023 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში „ნაპოლის“ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. კვარაცხელია საუკეთესო ასეულში მე-12 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, The Guardian-მა ხვიჩა გასული წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორისაც დაასახელა. მაშინ ქართველი სიაში მე-40 პოზიციაზე იყო წარმოდგენილი.

The Guardian-ის სიის პირველი ათეული ასე გამოიყურება: 

  1. ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი)
  2. ჯუდ ბელინგემი (მადრიდის რეალი)
  3. კილიან მბაპე (პსჟ)
  4. ჰარი კეინი (მიუნხენის ბაიერნი)
  5. როდრი (მანჩესტერ სიტი)
  6. ვინისიუს ჯუნიორი (მადრიდის რეალი)
  7. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
  8. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი)
  9. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
  10. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი)

რაც შეეხება ფეხბურთის სხვა ცნობილ ვარსკვლავებს, რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა) სიაში მე-17 პოზიციაზეა, კრიშტიანუ რონალდუ (ალ-ნასრი) ჩამონათვალში 27-ე ადგილს იკავებს, ქარიმ ბენზემა (ალ-იტიჰადი) კი 36-ე პოზიციას სჯერდება.