არარეზიდენტი კლიენტების დეპოზიტების წილი მთლიან არასაბანკო დეპოზიტებში 2018 წლის განმავლობაში შემცირდა და დეკემბრისთვის 16 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის მიხედვით, წარმოშობის ქვეყნების მიხედვით ეს დეპოზიტები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, რაც რისკიანობის კუთხით დადებითი ფაქტორია. ამასთან, კვლავ მაღალია ვადიანი დეპოზიტების წილი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გადინების რისკს.
მსგავს დეპოზიტებს საქართველოში არარეზიდენტი 949 იურიდიული და 2749 ფიზიკური პირი ფლობს. ამასთან, დეპოზიტებიდან 1960 ვადიანია, 896 მოთხოვნამდე, ხოლო 842 მიმდინარე.
ქვეყნების მიხედვით კი წილები შემდეგნაირად ნაწილდება:
2018 წლის განმავლობაში დეპოზიტები 3.2 მლრდ ლარით (16.3 პროცენტი, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.9 პროცენტი) გაიზარდა და დეკემბრისათვის 23.0 მლრდ ლარი შეადგინა. დეპოზიტარების სტრუქტურის მიხედვით, ფიზიკური და იურიდიული პირების ანაბრების ზრდამ, შესაბამისად, 17.1 პროცენტი და 15.3 პროცენტი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შესაბამისად, 14.3 და 13.4 პროცენტი) შეადგინა. 2018 წლის განმავლობაში დეპოზიტების ლარიზაცია იზრდებოდა და დეკემბრისთვის 36.9 პროცენტი შეადგინა.