რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, ლიეტუვა კალინინგრადისთვის სავაჭრო შეზღუდვებს აფართოებს

რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, ლიეტუვა კალინინგრადისთვის სავაჭრო შეზღუდვებს აფართოებს

ლიეტუვამ, კალინინგრადის ექსკლავისთვის, საკუთარი ტერიტორიის გავლით ვაჭრობაზე შეზღუდვები გააფართოვა. ამიერიდან ლიეტუვის სანქციები გავრცელდება ისეთი ტიპის საქონელზეც, როგორიცაა ბეტონი, ხე, ალკოჰოლი და ალკოჰოლზე დაფუძნებული სამრეწველო ქიმიკატები.

მიუხედავად რუსეთის მუქარისა, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ამოქმედებიდან მალევე, ლიეტუვამ კალინინგრადს შეზღუდვები მაინც გაუფართოვა. გასულ კვირას რუსეთი ლიეტუვასა და ევროკავშირს „მკაცრი ზომების“ მიღებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული საქონლის ტრანზიტი კალინინგრადში და უკან “უახლოეს დღეებში” არ განახლდებოდა. მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ რუსეთი გათიშავს ერთადერთ უმსხვილეს მილსადენს, რომლითაც რუსული გაზი გერმანიას მიეწოდება.

კალინინგრადი NATO-სა და ევროკავშირის ქვეყნებს, ლიეტუვასა და პოლონეთს ესაზღვრება და საქონლის დიდი რაოდენობის ტრანზიტისთვის სწორედ ლიეტუვის ტერიტორიაზეა დამოკიდებული. ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო, სანაპირო ტერიტორია 17 ივნისის შემდგომ მოწყვეტილია სატვირთო გადაზიდვებს მატერიკული რუსეთიდან. აღსანიშნავია, რომ სანქციებისგან თავისუფალია საქონელი, რომელიც მიეკუთვნება ჰუმანიტარულ ან საარსებო აუცილებლობის კატეგორიებს, როგორიცაა, მაგალითად, საკვები.

კალინინგრადის იზოლაცია რუსეთთან დაპირისპირების ესკალაციის რისკს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ივნისის ბოლოს, ევროპელი ოფიციალური პირები მოსკოვთან კომპრომისის მიღწევას ცდილობდნენ, თუმცა ლიეტუვა თავის დათქმებზე უარის თქმის მკაცრი წინააღმდეგია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *