რუსეთმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში განახორციელა

რუსეთმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში განახორციელა

ღამით, სარაკეტო თავდასხმისას, რუსულმა სამხედრო ძალებმა ოდესის რეგიონის საპორტო ინფრასტრუქტურაზე იერიში განახორციელეს. ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა დაცვის თანამშრომელი, სატვირთო ტერმინალი კი – დაზიანდა.

ოდესის პორტი რუსული თავდასხმების რეგულარული სამიზნეა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 17 ივლისს, გაეროს შუამდგომლობით მიღწეული მარცვლეულის შეთანხმება დატოვა. შეთანხმება, შავი ზღვის გავლით, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს უზრუნველყოფდა.

ბოლო თავდასხმამდე, უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა, რომ რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ჯამში პორტის 26 ინფრასტრუქტურული ობიექტი და ხუთი სამოქალაქო გემი იყო დაზიანებული.

ოდესის გუბერნატორ ოლეკ კიპერის ცნობით, პორტის ინფრასტრუქტურაზე ბოლო შეტევა შავ ზღვაში მცურავი წყალქვეშა ნავიდან, კალიბრის ტიპის რაკეტების გამოყენებით განხორციელდა. რუსული იერიშის შედეგად დანგრეულია უსაფრთხოების შენობა და დაზიანებულია ორი მანქანა.

უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებით, ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ, რუსეთის მიერ სხვა რეგიონებზე თავდასხმისთვის გაშვებული რვა დრონი გააუვნებლა.