რუსეთს ბრიტანული კოვიდვაქცინის  მონაცემების მითვისებაში ადანაშაულებენ

რუსეთს ბრიტანული კოვიდვაქცინის  მონაცემების მითვისებაში ადანაშაულებენ

რუსეთმა მტკიცედ უარყო ბრალდებები, რომ რუსმა აგენტებმა ბრიტანული ვაქცინის, Oxford-AstraZeneca-ს, მონაცემები მოიპარეს და საკუთარი Sputnik V ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენეს. მეტიც, რუსული დამოუკიდებელი სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელი ამ ბრალდებას სამეცნიერო ნონსენსს უწოდებს.

გასულ კვირაში ბრიტანული მედია აქტიურად აშუქებდა ცნობებს იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურებმა მინისტრებს უტყუარი მტკიცებულება წარუდგინეს,  რომლის მიხედვითაც რუსეთმა არალეგალური გზებით ბრიტანული კოვიდვაქცინის მონაცემები, ე.წ. ბლუპრინტი მოიპოვა და საკუთარი ვაქცინის შესაქმნელად გამოიყენა.

პირველად ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ The Sun-მა გაავრცელა. მან რუსეთი ქურდობაში დაადანაშაულა. თუმცა ეს არ გახლდათ პირველი ბრალდება რუსეთის წინააღმდეგ. მოსკოვი აქამდეც მრავალჯერ დაუდანაშაულებიათ კოვიდვაქცინების მონაცემების მოპარვაში, თუმცა ის ბრალდებებს ყოველ ჯერზე კატეგორიულად უარყოფს.

კირილ დმიტრიევმა ანგარიშისათვის „სამეცნიერო ნონსენსის“ წოდების შემდეგ, ასევე აღნიშნა, რომ უკანასკნელი ბრალდებები რუსეთისა და კონკრეტულად Sputnik V-ის წინააღმდეგ აგორებული შავი კამპანიის ნაწილს წარმოადგენს. მისი მტკიცებით, ბევრ პოლიტიკოსს არ მოსწონს რუსეთი, ხოლო ფარმაცევტული კომპანიები რუსული კოვიდვაქცინის წარმატებას უფრთხიან, შესაბამისად, ამის გამო აგრძელებენ რუსულ ინსტიტუტებზე თავდასხმას.

მან დამატებით განაცხადა, რომ რუსული ვაქცინის, Sputnik V-ის შემქმნელებს ნამდვილად სურდათ სხვა ვაქცინების მწარმოებლებთან თანამშრომლობა ერთობლივი კლინიკური ცდების ჩასატარებლად, რათა გაეგოთ, რამდენად ეფექტიანი  იქნებოდა ვაქცინების დოზების შერევა. ამ სიაში კი AstraZeneca-ც მოიაზრებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *