რუსმა მილიარდერმა და ვლადიმერ პუტინის მოკავშირე არკადი როტენბერგმა განაცხადა, რომ მას ეკუთვნის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ალექსეი ნავალნის თქმით, კრემლის ლიდერის საკუთრებაა. ცნობისთვის, გასულ კვირას ოპოზიციონერმა ნავალნიმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 17,691 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე გადაჭიმული მდიდრული სასახლე, რომელიც მოიცავს კაზინოს და თეატრს, ასევე მიწისქვეშა ჰოკეის მოედანს, წყლის დისკოს და ა.შ, ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. აღნიშნულის შესახებ რუსმა ოპოზიციონერმა ორსაათიან ვიდეომიმართვაში ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ სასახლეში იტალიური წარმოების საპირფარეშოების ჯაგრისებიც კია განთავსებული, რომლის ფასიც $851-ია.
ნავალნის ვიდეო 100 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა ნახა YouTube-ზე, რასაც რუსეთის ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. კრემლის ლიდერს კი მოუწია საჯაროდ უერყო, რომ ეს უძრავი ქონება არც მას და არც მის რომელიმე ნათესავს არ ეკუთვნის.
ორი დღის წინ კი პუტინის ყოფილმა პარტნიორმა როტენბერგმა თქვა, რომ ეს სასახლე მისია.
როგორც მილიარდერის პრესსამსახურში ამბობემ, როტენბერგს აღნიშნული უძრავი ქონების სასტუმროდ გადაქცევა სურდა. “ვიმედოვნებ, რომ ამ ტერიტორიის სასტუმროდ გადაკეთების სამუშაოებს რამდენიმე წელიწადში დავასრულებთ“, – განაცხადა მილიარდერმა.