სადაზღვევო კომპანიების 2020 წლის რეიტინგი

სადაზღვევო კომპანიების 2020 წლის რეიტინგი

2020 წლის ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­­ვად, საქართველოს სადაზღვევო ბაზრის ზომა, შემცირების ნაცვლად, გაიზარდა. გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედმა 18-მა სადაზღვევო კომპანიამ პრემიების სახით ჯამ­­ში 667 მილიონი ლარი მოიზიდა, რაც წლიურად 42.3 მილიო­ნი ლარით, ანუ 7%-ით გაიზარდა. ამასთან, სექტორის წმინდა მოგებამ 47.6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის წმინდა მოგებასთან შედარებით 89%-ით მეტია.

სადაზღვევო ბაზრის სეგმენტების რეიტინგი 2020 წლის მდგომარეობით

ცალკეული სეგმენტების მიხედვით, სადაზღვევო სექტორის ყველაზე დიდი მიმართულება კვლავ ჯანმრთელობის დაზღ­­ვევის სერვისია. ამ მიმართულებით კომპანიებმა ჯამში 267.6 მილიონი ლარის პრემია მოიზიდეს, რაც 2019 წლის შედეგს 33.6 მილიონი ლარით აღემატება. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგო­მარეობით, საქართველოში მოსახლეობის 17%, ანუ 620,000 მოქალაქე სარგებლობდა კერძო სამედიცინო დაზღვევის პაკე­ტით. მომხმარებლებისა თუ მათი დამსაქმებლების მიერ ჯან­­მრთელობის დაზღვევის პოლისში გადახდილი პრემია 2020 წელს თვეში საშუალოდ 36 ლარი იყო.

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის გადანაწილება კომპანიების მიხედვით

ზომის მიხედვით, მეორე ადგილზეა ავტოდაზღვევის სეგმენ­­ტი, სადაც მოზიდული პრემიების მოცულობა 116.7 მილიონი ლა­რია, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 4.6 მილიონით მეტია. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ქვეყანაში სულ 93,000 ავტომობილი იყო დაზღვეული, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანი ავტოპარკის მხოლოდ 6% არის დაზღვეული, ერთი ავტომობილის საშუალო სადაზღვევო პრემია კი თვეში საშუალოდ 104 ლარია. სადაზღვევო სფეროს მესამე უმსხვი­ლესი მიმართულება ქონების დაზღვევაა, რა მიმართულებითაც კომპანიებმა 108 მილიონის პრემია მიიღეს. ქონების დაზღვე­ვის სეგმენტი 2020 წელს 19.8 მილიონი ლარით გაიზარდა.

ავტოდაზღვევის ბაზრის გადანაწილება მოზიდული პრემიების მიხედვით

ქვეყანაში მოქმედ 18 სადაზღვევო კომპანიას შორის, 2020 წელსაც პირველ ადგილზე „ჯიპიაი ჰოლდინგი” იყო, რომელმაც 2020 წელს 128.9 მილიონი ლარის პრემია გამოიმუშავა. 106.9 მილიონი ლარის მოზიდული პრემიით ბაზრის მეორე ადგილზე არის „ალდაგი”, 89.3 მილიონი ლარის პრემიით კი მესამე ად­­გილზე „თიბისი დაზღვევა” იმყოფება. ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2020 წელს სადაზღვევო კომპანიების ზუსტად ნა­ხევარში შემოსავლის ზრდა, ნახევარში კი შემცირება დაფიქ­­სირდა.

საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების რეიტინგი 2020 წელს მოზიდული პრემიების მოცულობის მიხედვით