ბაიდენი კრიპტოანგარიშგების შეზღუდვას გეგმავს

ბაიდენი კრიპტოანგარიშგების შეზღუდვას გეგმავს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა გადასახადების აღსრულების გეგმა, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში  დეპარტამენტი $700- მილიარდს მოუყრის თავს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის „ამერიკული ოჯახების გეგმის“ დასაფინანსებლად. ახალი საგადასახადო ზომები კრიპტობაზარზე ანგარიშგების შეზღუდვას მოიცავს.

გეგმის ანგარიშგების ახალი წესების თანახმად, ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები ვალდებულნი არიან, შიდა შემოსავლების სამსახურს ინფორმაცია მიაწოდონ ანგარიშების შემოდინებისა და გადინების შესახებ.

გეგმა ასევე მოიცავს ცვლილებას, რომლის განხორციელების შემთხვევაში, კომპანიას 10,000 დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტის მიღებისას მიმდინარე ოპერაციის ანგარიშის წარდგენა მოეთხოვება. კომპანიათა უმეტესობა ასევე ვალდებულია, წარადგინოს ანგარიში 10,000 დოლარზე მეტი ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში.

შტატების ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კრიპტოვალუტები, კრიპტოაქტივების გაცვლა, მეურვეები და კრიპტოგადახდის  მომსახურება ასევე ექვემდებარება ანგარიშგების ახალ წესს.

აღნიშნული ღონისძიებები შემუშავდა გადასახადებისგან თავის არიდების, ფულის გათეთრებისა და სხვა უკანონო ქმედებების შემცირების მიზნით.

მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, სამინისტრო მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კრიპტოვალუტის ოპერაციების მნიშვნელოვნად გაზრდას ვარაუდობს. ცნობისთვის, წლის დასაწყისში კრიპტობაზარი 776 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, ხოლო მისი ამჟამინდელი ღირებულება 1,72 ტრილიონი დოლარია, რაც122%-იან ზრდას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი და პოპულარული კრიპტოვალუტის, ბიტკოინის, ფასი ოთხშაბათს 30%-ით დაეცა და მისი ღირებულება ერთ მონეტაზე 40,000 დოლარს შეადგენდა. ზოგმა ვარდნის გამომწვევ მიზეზად გაძლიერებული სამთავრობო რეგულაციებისადმი შიში ჩათვალა, რადგან ჩინეთის მთავრობამ გასულ კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ საბანკო და საგადახდო მომსახურების კომპანიებმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობა არ უნდა აწარმოონ.

სხვები კი Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორ ილონ მასკს ადანაშაულებენ, რომელმაც განაცხადა, რომ მის კომპანიაში ბიტკოინს, როგორც გადახდის ფორმას, აღარ მიიღებდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგიერთი ადამიანი ამ კვირის უკუგდებას უსაფრთხოდ მიიჩნევს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *