საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა კრედო ბანკის გრძელვადიანი ემიტენტის დეფოლტის რეიტინგი (IDR) ‘B+’ სტაბილური პერსპექტივით განაახლა. რეიტინგი ასახავს ბანკის ძლიერ შედეგებს ბოლო წლების განმავლობაში, რაც განპირობებულია მდგრადი ზრდით, მომგებიანობითა და კაპიტალის დონით. აღნიშნულს ხელს უწყობს საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემო, ბანკის ბიზნეს სტრატეგია, აქტიური დაკრედიტება, აქტივების ხარისხი, დეპოზიტების ზრდა და მომხმარებელთა და ინვესტორთა მაღალი სანდოობა.
კრედო ბანკი სიდიდით მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით, 97 სერვისცენტრით, 500,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში. კრედო ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ განვითარებისა და სოციალური გავლენის მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Credo GmbH, ფრანგული Proparco და იაპონური Gojo & Company, Inc.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
S












