„Salvator Mundi“-ს დაზიანებული ასლი აუქციონზე $1.1 მილიონად გაიყიდა

„Salvator Mundi“-ს დაზიანებული ასლი აუქციონზე $1.1 მილიონად გაიყიდა

ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშის, „Salvator Mundi“-ს დაზიანებული ასლი აუქციონზე 1.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. როგორც ვარაუდობენ, ის მხატვრის გარდაცვალებიდან საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ არის დახატული.

შეგახსენებთ, ფერწერული ტილოს ორიგინალად მიჩნეული ეგზემპლარი დაახლოებით ხუთი წლის წინ Christie’s-ის აუქციონზე რეკორდულ 450 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა. შედეგად, ის აუქციონზე ოდესმე გაყიდული ყველაზე ძირად ღირებული ნახატის სტატუსს დაესაკუთრა. აღსანიშნავია, რომ ამჟამად ხელოვნების ნიმუშის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. ასევე შეუძლებელია დაზუსტებით თქმა, ეკუთვნის თუ არა ის ნამდვილად ლეონარდო და ვინჩის.

რაც შეეხება Christie’s-ის აუქციონზე ახლახან გაყიდულ ნამუშევარს, რომელიც ავტორმა ლეონარდო და ვინჩის ხელოვნების ნიმუშის მიხედვით შექმნა, ის სულ რაღაც $10,500-ად იყო შეფასებული. მიუხედავად პორტრეტის ზედა და ქვედა ნაწილის მნიშვნელოვანი დაზიანებისა, ნამუშევარი საწყის ფასზე 10-ჯერ უფრო ძვირად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენამდე ლეონარდო და ვინჩის 20-ზე ნაკლებმა ნამუშევარმა მოაღწია. მხატვრის ხელოვნების ნიმუშების მაღალი ხარისხით გამორჩეული ასლები აუქციონებზე რამდენიმე მილიონად იყიდება. მაგალითად, გასულ წელს „მონა ლიზას“ ასლში 3 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადეს.