საფონდო ბირჟაზე Grindr-ის დებიუტი წარმატებით შედგა

საფონდო ბირჟაზე Grindr-ის დებიუტი წარმატებით შედგა

ამერიკულ საფონდო ბირჟაზე კომპანია Grindr-ის დებიუტი წარმატებით შედგა. პირველადი საჯარო შეთავაზების მოცულობამ 1.26 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ბირჟაზე სავაჭრო სესიის გახსნამდე კომპანიის თითოეული აქცია 11.6 დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ბირჟის დახურვამდე აქციების ფასი 36.5 დოლარამდე გაიზარდა, რაც ზრდის თითქმის 210%-იანი მაჩვენებელია.

Grindr-ი გაცნობის პლატფორმაა, Tinder-ისა და Bumble-ის ანალოგი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით LGBTQ+ თემში სარგებლობს.

ცნობისთვის, Grindr-ის ახალი გენერალური დირექტორი წარმოშობით ქართველი ბიზნესმენი, ჯორჯ არისონია, რომელიც კომპანიას სულ რაღაც ერთი თვეა უძღვება.

“ნამდვილად საოცარი შემთხვევაა საფონდო ბირჟაზე საჯაროდ ისეთი კომპანიის აქციების განთავსება, რომელიც ძირითადად LGBTQ საზოგადოებისთვისაა შექმნილი. ასეთი რამ 20 წლის წინ ნამდვილად არ მოხდებოდა და, შესაძლოა, 10 წლის წინაც კი ვერ მომხდარიყო”, – განაცხადა ჯორჯ არისონმა Grindr-ის IPO-სთან დაკავშირებით.