საფონდო ბირჟაზე ინვესტირების გაუმჯობესებული შესაძლებლობები — ინტერვიუ დავით ნიშნიანიძესთან

საფონდო ბირჟაზე ინვესტირების გაუმჯობესებული შესაძლებლობები — ინტერვიუ დავით ნიშნიანიძესთან

გალტ ენდ თაგარტი, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, უკვე 30 წელია, ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს საბროკერო სერვისებს სთავაზობს. ამ პერიოდის განმავლობაში, პროდუქტები და სერვისები არაერთი მიმართულებით განვითარდა, თუმცა, როგორც კომპანიაში ამბობენ, არ შეცვლილა მიდგომა, რომლის მიხედვით მთავარი მომხმარებელია. 

ახლახან გალტ ენდ თაგარტმა საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შესაძლებლობები გააუმჯობესა და მომხმარებელს G&T Trader-ზე — ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე — ახალი ფუნქციონალები შესთავაზა.

ამ სტატიაში დავით ნიშნიანიძე, გალტ & თაგარტის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელი სიახლეებსა და მიმართულების პრიორიტეტებს მიმოიხილავს.

„გალტ ენდ თაგარტში ვამაყობთ, რომ გვყავს ლოიალური მომხმარებლები, რაც სწრაფი ტემპებით განვითარებისკენ გვიბიძგებს. დღეს საბროკერო მიმართულებით ვემსახურებით როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ, რეზიდენტ და არარეზიდენტ პირებს. ვთავაზობთ პირადი ბროკერის მომსახურებას, დამოუკიდებლად ვაჭრობის საშუალებას G&T Trader-ის დახმარებით, ასევე, ერთად ვაფასებთ მომხმარებლისთვის საინტერესო საინვესტიციო პროდუქტებს და ვართ მათი გზამკვლევი სწორ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად“, — აღნიშნავს დავით ნიშნიანიძე. 

გალტ ენდ თაგარტმა ქართულ ბაზარს  პლატფორმა G&T Trader 10 წლის წინ გააცნო. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მანამდე საქართველოში არ არსებობდა მულტიპროდუქტიული და მულტისავალუტო სავაჭრო პლატფორმა — ერთიანი სივრცე, სადაც მომხმარებელს მსოფლიოს ძირითად საფონდო ბირჟებზე ექნებოდა წვდომა, სხვადასხვა ტიპის ფასიანი ქაღალდით ივაჭრებდა და საკუთარი პორტფელის განვითარების დინამიკას თვალს მიადევნებდა.

„სავაჭრო პლატფორმის უნიკალურობას სწორედ ეს არის. შესაბამისად, გვყავს საკმაოდ გაცნობიერებული მომხმარებლები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან, როგორ გამოიყენონ პლატფორმა საკუთარი მიზნის მისაღწევად“, — ამბობს დავით ნიშნიანიძე.

მისი თქმით, კომპანია ხშირად იკვლევს ინტერესებს, ყოველდღიურად იღებს უკუკავშირს და ცდილობს გათვალისწინებას. აქტიურად ადევნებენ თვალს სფეროში არსებულ ტენდენციებსაც და ეძებენ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლებისთვის შესაძლოა საინტერესო იყოს. 

„ამ ძიების შედეგად მივედით G&T Trader-ის გაუმჯობესებასთან. შედეგად კი მომხმარებლებს შევთავაზეთ წვდომა მეტ საფონდო ბირჟაზე, გავუზიარეთ მეტი ანალიტიკური ფუნქციონალი, კარგად ცნობილი Trading View-ის ჩარტი, ალგორითმული და პირობითი დავალების ტიპები, რათა უფრო კომფორტულად მართონ საკუთარი დავალებები. ეს ყველაფერი, ერთად აღებული, მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება და ფასიანი ქაღალდებით მისთვის მისაღებ ფასებში ივაჭროს“, — აღნიშნავს დავით ნიშნიანიძე.

ახალი ფუნქციონალებიდან დავითი ამერიკულ საფონდო ბირჟებზე 24-საათიანი ვაჭრობის შესაძლებლობას გამოყოფს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გალტ ენდ თაგარტმა ასევე ხელმისაწვდომი გახადა ბაზრის გახსნამდე და ბაზრის გახსნის შემდეგ ვაჭრობაც. ახლანდელი განახლება კი კიდევ უფრო მეტ სავაჭრო დროს აძლევს მომხმარებელს. 

„ჯამში, ეს ნიშნავს იმას რომ, ჩვენს მომხმარებელს ექსკლუზიურად შეუძლია  საფონდო ბირჟაზე დამატებით დროში ივაჭროს. ასევე გამოვყოფდი საფონდო ბირჟების სიმრავლის გაზრდას — მომხმარებლებს წვდომა გავუჩინეთ მცირე აზიის საფონდო ბირჟებზე და ასევე, უფრო მეტ აზიურ ბირჟაზე. საინტერესოა ფასიანი ქაღალდის შეფასების შესაძლებლობაც. ამ ფუნქციონალით მომხმარებელს შეუძლია ნახოს ანალიტიკოსების რეკომენდაციები, კომპანიის ფუნდამენტური და ტექნიკური ანალიზის შედეგები, სიახლეები, შედარება კონკურენტ კომპანიებთან, რითაც შეუძლია  სანამ ინვესტირებას გადაწყვეტს, მანამდე გაიცნოს ესა თუ ის კომპანია სრულად. მომხმარებელს ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერი ადგილიდან, iOS და Android მობილური აპლიკაციის მეშვეობითაც.

G&T Trader-ის პლატფორმის განახლებისას გალტ ენდ თაგარტმა გლობალური კომპანია Global Trading Network შეარჩია. კომპანია ამერიკის, ბრიტანეთის, სინგაპურის, დუბაის და სამხრეთ აფრიკის მიერაა ლიცენზირებული.

„მას აქვს მრავალწლიანი ისტორია, ტექნიკური და პროდუქტების განვითარების დიდი გუნდი, ამბიციური გეგმებით. ჩვენ ადგილზე გავეცანით როგორც პროცესებს, ისე პროდუქტებსა და თავად გუნდს. ვფიქრობთ, არის პოტენციალი, რომ მოკლე ხანში დამატებით საინტერესო პროდუქტები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს“. 

როგორც დავითი აღნიშნავს, გალტ & თაგარტს წლის ბოლომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი, ექსკლუზიური პროდუქტის დამატება აქვს გეგმაში. 

მანამდე კი გალტ ენდ თაგარტის საბროკერო მიმართულების შესაძლებლობები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ვებგვერდზე: https://galtandtaggart.com/